ცხოვრებაში პირველად ვიყავი პოლიტიკურ შეკრებაზე და ისიც პაატა ბურჭულაძესთან აღმოვჩნდი გლდანში

ნუ ჯერ ხო 100 კაციც არ იყო
ვინც იყო კოორდინატორებად მუშაობდა 70%, დანარჩენები კოორდინატორებმა მიიყვანეს. მაინტერესებდა რას იტყოდა ბატონი პაატა, ამიტომ ყველაზე წინ დავჯექი.
დასკვნა :
გული ამერია
მისი ნალაპარაკების 99% ლოზუნგებისგან შედგებოდა, საქართველო მაგარი #### ქვეყანააო და ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ყველაფერიო, ამას როგორ აპირებდა რა თქმა უნდა არ დააკონკრეტა.
მაგალითად 1 მილიონ ადამიანს დავეხმარებითო და რაღაც სასწაულ გეგმებს ახმოვანებდა, საინტერესოა ფინანსები საიდან? აქაც არანაირი კონკრეტიკა.
ნუ მოკლედ სუფთა პოპულიზმი იგრძნობოდა მის ხმაში და მეტი არაფერი, ასევე განწირულობაც. იცის ბატონმა პაატამ რომ უშანსოდ არის, ოფისიდან გამომაგდეს და ფულიც არ დამიტოვეს კაპიკიო, ეტყობა კოორდინატორებს აპარებდა, ხელფასებს ვერ გადაგიხდით მაგრამ მაინც ბოლომდე ჩემთან იყავითო

ხო და კიდე ერთი სიბრძნე თქვა
ჩემნაირ კაცს, რომელიც მთელ საქართველოს უყვარდა, პოლიტიკაში რა ესაქმებაო? მე მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ საქართველოს გადარჩენა მინდაო.
ამ მომენტზე კარგად გაუშვა ზომბირება, თითქმის დავიჯერე და ტაში კინაღამ დავუკარი.
საბოლოო დასკვნა:
ქართული პოლიტიკა არის ნაგავი
მხოლოდ ლოზუნგებისგან შემდგარი პოპულისტური პარაშა
სადაც კანდიდატების 99.99%-ს არ გააჩნიათ არანაირი რეალური გეგმა და მხოლოდ მშიერი ხალხის დაბოლება იციან.
გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის