მოგესალებით პატივცემულო მეგობრებო/ფორუმელებო! ეს თემა რომ არ გამეხსნა, ისე ვერ გამოვიდოდა, მართლა მეცოდება ბევრი, რომელიც ამ თაღლითური სქემის მსხვერპლია, კერძოდ კი ე.წ. "სადეზინფექციო სამსახურის".
ჩემზე გეტყვით ერთი-ორ სიტყვას, თბილისის ფორუმის ერთ-ერთი ძველი იუზერი ვარ, არ მსურს დასახელება ძველი სახელის.
მაქვს ჩემი კომპანია "ეკო-სერვისი" რომელიც ატარებს სადეზინფენქციო/სადეზინსექციო/სადერატიზაციო სამუშაოებს, ყველაფერს ვაკეთებთ ანონიმურად, ევროპული სტანდარტებით. ვრგავთ ხეებს თბილისში უსასყიდლოდ! ვფლობ საქველმოქმედო ფონდებსაც, გაწევრიანებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პმ-ში.
აქვე სანამ გადავიდოდე საქმეზე, მათ ვისაც აქვთ ურთიერთობა მოხუცთა თავშესაფრებთან, ჩემი ფონდი დაუფინანსებს სადეზინფექციო სამუშაოებს, ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მომწეროთ პმ-ში.
აი ესეც ტერმინები რომლის მნიშვნელობაც ბევრმა არ იცის:
დეზინფექცია-ვირუსულ, ინფექციური დაავადების პრევენცია, (ან უკვე განვითარებულ ბაქტერიულ/ვირუსულ/ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებები)
დეზინსექცია-მავნე მწერების, პარაზიტების მოსპობა/განადგურება.
დერატიზაცია-მღრღნელების წინააღმდეგ ჩატარებული/ჩასატარებელი ღონისძიებები.
მოცემულ საქმიანობას
აუცივლებლად უნდა ეწეოდეს გამოცდილი პიროვნება!!!
ვინაიდან ყოველ პრეპარატს აქვს განსხვავებული გამოყენების ინსტრუქცია, მათი გამოყენება საჭიროებს გარკვეულ უნარებსა და ცოდნას, რადგან ყველა პრეპარატი არის მავნე ადამიანისთვის, თუ გარკვეული ზომები არ დავიცავით! (ეს უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაგონად ვთქვი).
შესაბამისად, არასწორად გამოყენებულმა პრეპარატმა შესაძლოა ადამიანის ჯამრთველობას გარკვეული პრობლემები შეუქმნას, მაგ: ალერგიულობა, მოწამვლა, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანება, მხედველობის დაქვეითება და სხვა მრავალი.
ალერგიულობის სავავალო შედეგები კი მრავალ ფეროვანია, ეს თქვენც იცით, ამაზე დიდ დროს აღარ დავხარჯავ.
მოსახლეობას პრობლემა, რომ მათ სახლის კარზე ადგებიან, და ორ ლარს აგროვებენ ეს უკვე კარგად ცნობილი მაფიოზური სქემაა, რომლის უკან ჩვეულებრივი ბიჭები/გოგონები დგანან. ვთხოვ შესაბამის უწყებებს მიმართონ გარკვეულ ზომებს ამის შესაჩერებლად. ხვალ ვაპირებ საჯარო სამსახურებში შესაბამის უწყებებში დავწერო განცხადება/ები შესაბამის თაობაზე, ინფორმაციას მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით აუცივლებლად.
ეს ჩვეულებრივი ბიჭები/გოგონები სარგებლობენ ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური მომენტებითა და მიდგომებით, მათ კარგად იციან ხალხის სუსტი მხარეები, ამიტომ ამას იყენებენ თავის სასარგებლოდ.
მზად ვარ გავმართო მწვავე პოლემიკა თქვენთან, გაგცეთ ყველა შეკითხვაზე პასუხი, საჭიროებისამებრ შეგხვდეთ კიდევაც პირადად (გამოვნახავ როგორმე 10-15 წუთს ამისთვის).
ეს კი კომპანიის ელ. მისამართი: ekoservice000@gmail.com შეკითხვა თუ გაქვთ რაიმე ანონიმური, გიპასუხებთ.