#48958138 · 5 Oct 2016, 02:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს, ქართულ საზოგადოებაში, არჩევნების გამო დიდი ემოციური მუხტია დაგროვილი. არის ბევრი ძველი და ახალი პრობლემები რომლებიც იგნორირებული იყო ძველი და ახალი მთავრობის მიერ რაც ხალხში სასოწარკვეთილების და სახელმწიფოს არა-ლეგიტიმურობის გრძნობებს აღვივებს.
დღევანდელი თარგამაძის მანქანის აფეთქება და 3 დაშავებული ასეთ გარემოში არის ტოლფასი დენთის კასრზე მჯდომმა ადამიანმა რომ სიგარეტს მოუკიდოს.
ბევრი პოლიტიკური კიკუ, და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ცდილობს ამ ტრაგედიის საკუთარი პარტიული ინტერესების მისაღწევად გამოყენებას რა ხდება საქართველოს უსაფრთხოების და სახელმწიფოებრიობის ხარჯზე.
დაჟინებით ვითხოვ ყველა პროვოკაციული თემა ან პოსტი იყოს დაკეტილი, შემდგომ მოხსნილი და ავტორი დაბანილი!
ამას ვითხოვ არა იმიტომ რომ ვინმე გამოსირებულ, გაუნათლებელ პოლიტიკურ გოშიასთან არ მსურს საუბარი, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტრესებიდან გამომდინარე.
გთხოვთ გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალდებულებისადმი ერთგულება და არ მიცეთ პოლიტიკურ პროვოკატორებს საზოგადოებაში დამატებითი დაძაბულობის ან გაურკვევლობის შეტანა!
აცადეთ სამართალ დამცავ ორგანოებს გამოძიების ჩატარება!
|