ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრენ სიზმრებრივ ჩქარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთასვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?
მე იგივე ვარ მარად და მარად.
გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით,
უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად...
მე იგივე ვარ მარად და მარად.
მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
აუცილებელი კუპლეტები დავწერე ზემოთ. დანარჩენი აღარაა საჭირო.
* * *
არ ვიცი ვიდეოს რატომ არ რთავს. სწორად მიდევს.
აი, სრული ლინკი:
https://www.youtube.com/watch?v=XNRLYm-ost8 This post has been edited by analgin on 5 Oct 2016, 12:36
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey