#48963493 · 5 Oct 2016, 18:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ე.ი. რაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა, ნაცების დროს გავიგეთ რომ თუ ბევრს იყვირებდი და ბევრ ვაზელინს გადაისხამდი, მსუყე ლუკმაც გარანტირებული გქონდა, ეს ეხება როგორც ჩინოვნიკებთან დაახლოებულ პირებს, ასევე რიგითი საჯარო მოხელეებიც აქტიურობდნენ,.... დღეს ხომ გამოდის ქართული ოცნება და გვეუბნება, კედლებს აღარა აქვთ ყურები, გასაოცარი დემოკრატია გვაქვს, ჩვენ არ გვჭირდება პიარი და ა.შ.. ხოდა აი ეს რიგითი საჯარო მოხელეები ასე ისტერიულად რატომ აქტიურდებიან წინასაარჩევნოდ პრო-სახელისუფლებოდ? ამას ხომ არავინ გავალდებულებთ შვილო, თუ ხარ პროფესიონალი კადრი, იმუშავე რა, შენი საქმე აკეთე, საჯარო მოხელე არ ნიშნავს ავტომატურად იყო უმრავლესობის მომხრე და პროხელისუფალი, ან ძაან შტერები არიან და ჰგონიათ ამით ქულებს ჩაიწერენ მამა-მარჩენალთან, ან ისეთი შტერები რომ უბრალოდ ნათესავებმა ჩამოურიგეს სამსახური და მუქთა ფულის დაკარგვა აღარ ემეტებათ, ან თქვენ მითხარით რავიცი.... ეს გაგება თუ არ დამთავრდა,არჩევნებში ყოველთვის გაიმარჯვებს ხელისუფლებაში მყოფი ძალა და ბოლოს რევოლუციით დამთავრდება ისევ ყველაფერი, პოლიციელობა , მერიაში მუშაობა , დასუფთავების სამსახურში თუ ა. შ... არ ნიშნავს რომ ავტომატურად წინასაარჩევნოდ ისტერიკაში უნდა ჩავარდე და ოპოზიცია ლანძღო
|