ბოლო დროს ქართულ საიტებზე ვრცელდება პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატის “Bactefort” –ს რეკლამა, რომელსაც რეკომენდაციას უწევს ვინმე პრეფესორი კუსაინოვი. აღნიშნული პიროვნება წარმოდგენილია როგორც საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მეთაური, ის ვრცლად ჰყვება საქართველოში მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ და უტიფრად აცხადებს, რომ “საქართველო ლიდერობს პარაზიტული დაავადებების რეიტინგში, რაც ცუდი ეკოლოგიური გარემოსა და მთავრობის უყურადღებობის ბრალია.” აქვე მოსახლეობას ახარებს, რომ საქართველოში უნიკალური პრეპარატი შექმნეს და ეს საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებაა. “პროფესორი” ირწმუნება, რომ დასავლეთი მზად არის აღნიშნულ პრეპარატში ნებისმიერი თანხა გადაიხადოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების დავალებით, პრეპარატის ძირითადი პარტია ქვეყანაში უნდა დატოვონ და მიჰყიდონ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და “საბაჟო კავშირის” წევრებს.
იგივე პიროვნება, ზუსტად ასეთივე ტექსტით და განმარტებებით ყაზახეთის მოსახლეობასაც აფრთხილებს. რა თქმა უნდა, კუსაინოვი აქ უკვე ყაზახეთის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მეთაურად არის წარმოდგენილი, მისი მტკიცებით ყაზახეთი ლიდერობს პარაზიტულ დაავადებათა რეიტინგში, მაგრამ მოსახლეობას ყაზახეთში შექმნილი უნიკალური პრეპარატი იხსნის ….
როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტოში განაცხადეს, ფარმაცევტული პროდუქტი სავაჭრო დასახელებით „ბაქტეფორტი“ (Bactefort), საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ხოლო აღნიშნული პროდუქტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არაერთგვაროვანია.... ვრცლად
http://premiumi.ge/?p=9231
მიმაგრებული სურათი