ნოვაციური ,,გასაგრილებელი დანტესეული ძიგძიგი" უკუღმართულ- ესეურად:
ცრუთა რომანტიზმიო?
სადაა რომანტიზმი ,,მხიარულ სატანიზმში", სადაც:
ეშმა კივის მიწისქვეშეთის მგრგვინავი რუპორებიდან და
გიწვევთ აფეთქებული კუპრის ქვისარტყელაში სალივლივოდ...
მხურვალე ლავა ელავს ალისფრად, დნება გრძნობები და სურვილები...
ნუთუ ოცნება ოცნებობს დამწვარ გვამებზე ქეიფს, ღრეობას და სასმისებსში მდუღარე დუბელა სისხლს?
გამტყვრალი და მთვრალი ვნებები იწვის და ბოლავს,
ჯვარცმულ სვეტებზე სამასკარადო ნიღბებს ადროშებს,
კვნესა-ვაება, ცრემლთა მდინარე ალაღებს და ამძვინვარებს უსახურს...:
ბრბო კი თვითმკვლელურ ჰიმნებზე როკავს და კვლავ გაჰკივის:
ძელს აცვით გოები ინკვიზიციის ცეცხლზე --- მწვადი შამფურზე განაჩენია!
მონა-მსახურნი გალობენ და კივიან ფსალმუნებს უსახურისას...
ნაწითლარი და სისხლში ნაწრთობი ავი მოქნაცქოციზმი დუჟმორეული ბღავის და როკავს ბნელეთის ლეგიონის წინ თავმომწონედ და ამაყად...
დაბოლილი და მოტყუებული ფარა მონუსხულივით მიკუნტრუშობს უძირო ქარაფებისკენ უფრთო ფრენისთვის წყვდიადისაკენ, სადაც ელიან გავძეხის ბჭენი გაუმაძღარნი და ულმობელნი მარადიული სიკვდილისანი.
(ნათლიდან დასანახი საგალობელი საალაფე მიწიერი ,,სამოთხისათვის"...)
***
შეგონება:
ჯოჯოების გამოქვაბულში ყველაზე ,,ლამაზი" --- ყველაზე უსახური ჯოჯოა.
იდეა:
მოვაწყოთ ჯოჯოების სილამაზის კონკურსი დიდი საპრიზო ფონდით და ყველაზე საინტერესო იდეური პრიზით შესაბამისი ჯოჯომუსიკალური ოპერეტის ფონზე.
უნდა დაიწეროს ჯოჯოსთაველის ჯოჯოტყაოსანი...
(ესაა პასუხი წერასატანილთა რიტორიკულ კითხვაზე: მა რა ჯანდაბა გინდათ?)
***
აი --- რატომ ეკავა ზევსს ელვა მახვილად...
This post has been edited by triumpi on 6 Oct 2016, 12:11