დაკითხავაზეა დაბარებული და ნაცები უბნობენ,რომ ჯანმრთელობის გამო ვერ მივა და სახლში ესტუმრეთო.
ბიჯოო,აფეთქების მერეც კი საღად გამოიყურებოდა და ახლა რაღა დაემართა ამ ჩემისას,მიშამ აგინა დავალების არასათანადო შესრულებისთვის და გულის პრანჭვები აქვს.
ტერაქტი მოგვიწყვესო და გამოძიებითაც არ არიან დაინტერესებული...ნეტა რატომ.
დეპუტატ გივი თარგამაძის დაკითხვა დღეს სავარაუდოდ ვერ შედგება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გივი თარგამაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლა შესაძლოა ვერ შეძლოს, რის გამოც დეპუტატი გამომძიებლებს მის საცხოვრებელ სახლში დაკითხვას სთავაზობს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, რომ მის საგამოძიებო უწყებაში მისვლას დაელოდოს.
„გივი თარგამაძე მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს დაკითხვაზე მისვლა შესაძლოა ვერ შეძლოს“, - განაცხადეს „ნაციონალურ მოძრაობაში“.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ თარგამაძის გამოჯანმრთელებას დაელოდებიან"
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...r-shedgeba.html