საქართველოს მტრებმა ანუ ნაცებმა ნაწილობრივ მიაღწის იმას რაც უნდოდათ..
და რატომ ეგრე, ისინი აფეთქებიდან 3 წუთში უკვე ხელისუფლებას და ივანიშვილს აბრალდებდნენ ამას..
ბავშვბი არ ვართ მგონი, ადვილი მისახვედრია რაც უნდოდათ თორე ვინმეს გივის აფთქება სდომოდა მართლა ნაწილებად იქნებოდა ასაგროვებელი, უნაკაწროდ კი არ გადარჩებოდა...
გულზე სკდებოდენ, ყველა რომ აქებდა საარჩევნო გარემოს და აჰა
ჯეიმს აპატურაი - ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი09:00 06-10-2016
ჯეიმს აპატურაი - ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” თავის გვერდზე წერს.
აპატურაი დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება.
”ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ახლო წარსულში კი ეს იყო კანდიდატის ავტომობილის აფეთქება. საარჩევნო კამპანიის ჩატარება უნდა ხდებოდეს მშვიდ გარემოში, რომელიც გაჯერებულია მაღალი დემოკრატიული პრინციპებით”, - წერს აპატურაი.
4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ნილ სკოტი - ბოლო პერიოდამდე იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა შეცვალა სურათი 11:40 06-10-2016
ნილ სკოტი - ბოლო პერიოდამდე იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა შეცვალა სურათი საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის, ნილ სკოტის განცხადებით, ბოლო პერიოდამდე იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო, თუმცა უკანასკნელი დღების მოვლენებმა სურათი შეცვალა, - ამის შესახებ ნილ სკოტმა ჟურნალისტებს წინასაარჩვნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.
”ბოლო პერიოდამდე ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ საქართველოში იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო ყველა გაგებით. მათ შორის მედიაგარემოს თვალსაზრისითაც, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა რა თქმა უნდა, შეცვალა სურათი. გაერო-ს განვითარების პროგრამა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ყველანაირი სახის ძალადობას”, - განაცხადა ნილ სკოტმა.
დღეს ვის უწევს კასკადიორობა?
This post has been edited by Mr_Li on 6 Oct 2016, 16:54