#48971966 · 6 Oct 2016, 19:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა ვკითხულობდი ერთერთ გვერდით თემაში რომ ოცნება როცა მოვიდა ჩამჭრელ კითხვებზე პასუხობდნენ "აბა რა გეგონათ, ორ თვეში გავაკეთებდით ამას?".
ზოგადად საარჩევნო დაპირებები უკვე მარაზმს ემსგავსება, ყოველ წელს ერთი და იგივე - ახალი სამუშაო ადგილები, მომატებული პრემია, შემცირებული გაადასახადები. შემდეგ მოდიან სახელმწიფოს სათავეში და რესურსის უზარმაზარ ნაწილს ხარჯავენ იმის გაპრავებაში თუ რატომ არ/ვერ შესრულდა დაპირებები.
დროა ამას მოეღოს ბოლო, შევიდეს შესაბამისი ცვლილება კანონმდებლობაში - არჩევნებში მონაწილე ყველ პარტიამ უნდა დადოს 4 წელიწადზე (არაუმეტეს!) გათვლილი სამომავლო გეგმა, დეტალურად, ეტაპობრივად გაშლილი მინიმუმ კვარტლის სიზუსტით, როდის, რა მიმართულებით რა გაკეთდება. კონკრეტული სამუშაო გეგმა.
4 წლის ბოლოს განისაზღვროს ამ გეგმის რა ნაწილი შესრულდა დროულად, რა ნაწილი შესრულდა დაგვიანებით, რა ნაწილი საერთოდ არ შესრულდა.
ამის საფუძველზე განისაზღვროს პარტიის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. სიტყვაზე, თუკი პარტიამ წინასაარჩევნოდ დადებული გეგმის 50% შეასრულა დროულად ხოლო 25% დაგვიანებით, მიეცეს ჩვეულებრივად მონაწილეობის უფლება და არჩევნებზე მიღებული შედეგის 100% ჩაეთვალოს. თუკი გეგმის მხოლოდ 25% შესრულდა დროულად და 25% დაგვიანებით, პარტიას არჩევნებზე მიღებული შედეგის მხოლოდ 50% ჩაეთვალოს. ანუ თუკი მიიღეს ხმების 60%, ჩაეთვალოს მხოლოდ 30%-ად.
ბოლოს და ბოლოს ისწავლონ 1. წინასაარჩევნო დაპირებებზე სერიოზული მუშაობა, და 2. რასაც დაგვპირდებიან ის შეასრულონ, თუ არადა შემდეგ არჩევნებზე უკვე რაც არ უნდა გამოიყენონ საკუთარი რესურსი ამომრჩევლების ხმების მისაღებად მოსყიდვისა თუ სამსახურიდან გაშვების შიშით, მაინც ვერ დარჩებიან ქვეყნის სათავეში.
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
|