Forbes საქართველოს ეკონომიკაზე წერს და ამერიკელ ინვესტორებს ქვეყნით დაინტერესებას ურჩევს
"სამ ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანას შორის, (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), რომლებიც ტერიტორიულ დავაში იმყოფრბიან რუსეთთან, საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია უკავია", - ვრცელ სტატიას საქართველოს შესახებ Forbes აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ინვესტორებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა, საშუალო 5%-იანი ეკონომიკური ზრდით და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით.
გამოცემა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ 2013 წლიდან საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის ნაწილიც გაიხსნა.
"რუსეთი კვლავ იწვევს პოლიტიკურ შეშფოთებას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სურვილი პირისპირ ესაუბროს რუსეთს, მაშინ როდესაც უკრაინას ამისთვის საერთაშორისო მოდერატორები სჭირდება.
საქართველოს ღრმა ინტეგრაცია ევროპასთან არ იქნება მარტივი, გამომდინარე რუსეთის ფაქტორისა", - წერს გამოცემა და პრემიერი კვირიკაშვილის სიტყვები მოჰყავს, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპაციაზეა საუბარი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც Forbes აკეთებს აქცენტს საქართველოში მოქმედ საგადასახადო სისტემას ეხება. გამოცემა წერს, რომ უმეტესობა ამერიკელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში პრობლემას არა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არამედ მცირე ზომის ბაზარი წარმაოდგენს.
"საქართველოს მოსახლეობა უფრო მცირეა, ვიდრე კონექტიკუტის, ბევრად ნაკლები ფულით“, - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ პროექტზე, - ანაკლიის პორტზეც წერს და აღნიშნავს, რომ პროექტი ქართულ-ამერიკული კონსორციუმის მეშვეობით ხორციელდება.
ასევე გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკული Frontera ჯგუფი და ჩინური უმსხვილესი „ჰუალინგი“ ოპერირებს.
"საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე რეგიონში ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც დღესაც კორუფციას ებრძვიან და შესაბამისად ინვესტორებისთვის აღნიშნულ ქვეყნებში პოლიტიკური რისკები საკამოდ მაღალია“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
Forbes ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებზეც წერს და აღნიშნავს, რომ "საქართველოს პრობლემა ისეთივე დიდია, როგორც მისი შესაძლებლობები“.
"საქართველოს მთავრობამ არსებული წარმატება უნდა განავითაროს და საექსპორტო შესაძლებლობები გააფართოვოს".
http://businesscontract.ge/ka/article/forb...s-urchevs-/6591