ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემთხვევით შეხვდა
21:57 06-10-2016
ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემთხვევით შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის, ილია ნიკოლაიშვილის დაკითხვა დასრულდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება ”თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრის, ბესო კალაძის საჯარო განცხადებით და მისი ფეისბუქგვერდით დაინტერესდა. ნიკოლაიშვილის თქმით, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.
”გამოძიება დაინტერესდა ჩემი საჯარო ფეისბუქგვერდით, ასევე, რამდენიმე ადამიანის საჯარო, სამარცხვინო განცხადებით. ვგულისხმობ „თავისუფალი ზონის“ ყოფილ წევრ ბესო კალაძის განცხადებას, რომელიც მთლიანად იყო ბოდვა. ვწუხვარ, რომ სამართალდამცავები ამაზე დროს ხარჯავენ. რაც შეეხება თავად პროცესს, გამომძიებელი იყო კორექტული და მასთან მიმართებით პრეტენზია არ მაქვს”, - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია, ნიკოლაიშვილი პასუხობს, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემთხვევით შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ”მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შევხვდი და მითხრა, რომ დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში და რომ სურს ქვეყანაში მშვიდობა”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, დღვანდელი დაკითხვა 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...h-shekhvda.htmlარადა რო კითხო, არც პოლიტიკაში არ ყოფილა არასოდეს ჩართული და არც ....
ერთი სიტყვით, გაკიცხვის ღირსია ეს სექტა საზოგადოების მხრიდან. იგნორი ურთიერთობაში, ქუჩაში დანახვისას ფურთხი და ყოველგვარი შევიწროვება ნებისმიერი მეთოდით, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება.