მთავრობა ურეკი-ქობულეთს შორის ტრამვაის ხაზის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს. შესაბამისი ინიციატივა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო მიწათსარებლობის გეგმაშია გაწერილი.
ტრამვაის მოწყობა განიხილება ქობულეთისა და ურეკის დამაკავშირებელ მთავარ ქუჩაზე, რომელიც სარეკრეაციო ტერიტორიაა. მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივ-საქმიანი, სანახაობრივ-გასართობი და სპორტული კომპლექსების განვითარება.
"აღნიშნული ქუჩა შესაძლებელია გახდეს ქობულეთსა და ურეკს შორის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო ქუჩა, რამაც შესაძლებელია შექმნას ტრამვაის განვითარების წინაპირობა, რომელიც მოემსახურება ქობულეთისა და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის არეალებს",- წერია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო მიწათსარებლობის გეგმაში.
განიხილება საბაგირო გზის მშენებლობაც, რომელიც სარეკრეაციო ტერიტორიას და წვერმაღალას დააკავშირებს.
http://savemypost.com/07102016/6/5/f/9/d/a...282c97c27b/web/