-IT-ყველაზე იაფიანი გადაწყვეტა ალბათ არის asterisk სერვერი ან trixbox (გამზადებული asterisk + GUI frontend ვებ გვერდის სახით).
დაგჭირდება ფიზიკურად სერვერი არამგონია ძალიან ძლიერი სჭირდებოდეს.
თუ შიდა ნომრებით გინდათ რეკვა (X-lite სტილში პროგრამებით) ეგ საკმარისია. შექმნი ლოკალურ სიპ ნომრებს, დაუკავშირდებიან
sip სოფტი (ან თუნდაც ფიზიკური ადაპტერები რაზეც ანალოგური ტელეფონებია დაერთებული) ინტერნეტით ან შიდა ქსელით და
უპრობლემოდ დაურეკავთ ერთმანეთს.
გარე სამყაროსთან თუ დაგჭირდა კავშირი მანდ უკვე ჰარდვეარის დამატება მოგიწევს სერვერზე FXS/FXO ან E1 ბარათის სახით,
ან რაიმე სხვა VoIP პროვაიდერთან უნდა გქონდეს sip trunk, რაშიც მოგაწვდიან ქალაქის ნომრებს.
მაგ საქმეში გამოცდილი არ ვარ ნამდვილად, მცოდნე ხალხი არის აქ და გეტყვიან უკეთესად ამ ამბავს