http://www.interpressnews.ge/ge/regioni/40...s-shekhvda.htmlფოთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლაშა შამათავა ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა ქალაქის დრამატულ თეატრში გაიმართა.
შამათავამ შეკრებილებს წინასარჩევნო პროგრამა გააცნო და ქვეყნის განვითარების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვინც მას მხარს დაუჭერს, საქართველოს სწორ გზაზე დაყენების ისტორიული პროცესის თანამონაწილე გახდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
,,მთელი ეს საარჩევნო კამპანია იყო ერთგვარი ექსპერიმენტი. ძირითადად გვაინტერესებდა, თუ რა აწუხებდა მოსახლეობას. ყველა ის დასკვნა, რაც ნოოლოგიით იქნა მიღებული, დადასტურდა. შემდეგი ეტაპი არის უკვე პოლიტიკური ელიტის მიერ ამ მასალების გაცნობა. არ არსებობს ცალკე აღებული ფოთის, სამეგრელოს ან გურიის პრობლემა, არსებობს ერთიანი საქართველოს პრობლემა. ცალკე არსებული პრობლემები რომ იყოს, მაშინ დანარჩენი საქართველო აყვავავებული იქნებოდა და მხოლოდ გურია ან სამეგრელო იქნებოდა პრობლემებში. ყველა სოფლის და ქალაქის პრობლემა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ყველგანაა დასაქმების, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გულისხმიერი და პროფესიონალი მმართველების დეფიციტი, ყველგან ჭირს ცხოვრება და თვითრეალიზაცია. არსებობს მიზეზი, თუ რატომაა ქვეყანაში ეს მდგომარეობა. საჭიროა ამ პროცესებში ჩაერთონ მეცნიერები. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნოოლოგიის ცენტრის მიერ მიღებულ დასკვნებს. ამ დასკვნის გაუთვალისწინებლად, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ ქართველი ერი და საქართველო არ იქნა ჩართული გლობალური პროცესების გადაწყვეტაში,ისე საქართველო განვითარების გზაზე ვერ დადგება“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ლაშა შამათავამ. შეხვედრის დასასრულ მან ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შამათავა ნოოლოგიის ცენტრის წევრია.
http://www.interpressnews.ge/ge/-mazhorita...s-shekhvda.htmlhttp://www.interpressnews.ge/ge/-mazhorita...andidatebi.htmlიხ. აგრეთვე გაზეთის ელექტრონული ვერსია:
https://drive.google.com/file/d/0B-1seQKYyl...2RhRV9pem8/view=================================================================================