„რუსეთი თავისი ქმედებით საქართველოს ნატოს უახლოვებს, თავად კი არაერთ პრობლემას იქმნის…“
-დიახ, არ არის. რუსეთს თავად შეუძლია პრაქტიკულად ერთ დღეში გაანეიტრალოს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა, ამისთვის საჭიროა რუსეთმა უკან გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მერე მოელაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებას და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაზე პროდასავლური ხელისუფლებაც კი დაჯდება რუსეთთან სასაუბროდ, რადგან ეს უკანასკნელი მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დააბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს. ასე რომ საზოგადოების იმ ნაწილის განცხადება, რომ თუ ჩვენ ნაბიჯს ნატოსკენ გადავდგამთ და რუსეთს კიდევ ურფო გავაბრაზებთ, დაკარგული ტერიტორიები არ დაბრუნდება, არ არის მართალი. თუ რუსეთი მოინდომებს, თავად მიიღებს იმას, რაც უნდა. ამ ეტაპზე კი ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად ცალკეული პოლიტიკოსების რუსეთში წასვლისა, რუსი დეპუტატების ცალკეული განცხადებებისა, რომლებიც დაკარგულ ტერიტორიებს ეხება, ოფიციალური მოსკოვი აკეთებს ნეგატიურ განცხადებებს და აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართებაში ავლებს წითელ ხაზებს. ასე რომ, რუსეთი თავად აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ ისწრაფვოს ნატოსკენ და არანაირად არ უშლის ხელს რეგიონში ნატოსა და ამერიკის გავლენას.
http://www.geomediatv.ge/%E1%83%A0%E1%83%A...83%98%E1%83%97/