http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...gakhsnilia.htmlშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. ამის შესახებ ბესიკ ამირანაშვილმა”იმედს” განუცხადა.
”შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია. 3 დღის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში შს სამინისტროს, სუს-ის და პროკურატურის მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი.
ამჟამად, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ამ ეტპაზე გლდანში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.
4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.