მოკლედ, გვაქვს ასეთი რეალობა: ოცნება პროპორციულში აიღებს სადღაც 35%, ხოლო მაჟორიტარებში 80%, რის გამოც პარლამენტში აიღებს სადღაც 50% ადგილებს. ნაცებს ჯერ კიდე აქვთ გავლენა და საერთო ჯამში 20-22% ადგილებამდე ალბათ დაითრევენ.
ეს არის მანკიერი წრე და აუცილებლად უნდა დაირღვეს! ნაცებიდან ოპოზიცია არასდროს გამოვა, ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე და უგულავა-ახლაიას გამოშვებაზე ზრუნავენ, დანარჩენი სულ ცალ წიხლზე კიდიათ. ეგეთი ოპოზიციის პირობებში კი მთავრობა ვერ გაუმჯობესდება და მუდმივად 9 წელს შეგვახსენებენ. თანაც გინდათ ოპოზიცია ერქვას დამნაშავეებისა და სადისტების პარტიას?
მოკლედ, სანამ ნაცებს ოპოზიცია ერქმევათ, ვერც ქვეყანა წავა წინ, ვერც ნორმალურ მთავრობას ეღირსებით, ვერც სამართლიანობა აღდგება და ვერც ეროვნული ინტერესები გატარდება. კარგად ხედავთ როგორ დაწყნარდა ქვეყანა და დალაგებულად მიდის ცხოვრება.
მოკლედ, გვყავს რეალურად 3 ძალა, რომელსაც შეუძლია იყოს ოპოზიციაში: პატრიოტთ ალიანსი, რესპუბლიკელები, ალასანია.
შალიკო და ბურჭულაძე საკუთარი ჯიბის შესავსებად მოდიან და ფულის ვირთხები და მოლაყბე დებილები აღარ გვჭირდება. ბურჯანაძე ნაცებივით მარტო თავის თავზე იფიქრებს და არც ეგ გვჭირდება, სხვები კიდე უბრალოდ არარაობები არიან...
ახლა გადავხედოთ ამ 3 ძალას:
ალასანია ბევრი არაფრის მაქნისია, მაგრამ არ არის ჩათლახი და შეუძლია პოლიტიკაში დადებითი როლის შესრულება, თანაც ოცნებაზე გადაკიდებულია და რაღაცას იოპოზიციონერებს, გვერდშიც მცოდნე ხალხი ყავს.
რესპუბლიკელები გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, კანონებში ყველაზე მეტად ერკვევიან და ამ მხრივ კარგი ოპოზიცია იქნება, თუმცა ისეთი რაღაცეები მიქარეს(განსაკუთრებით კოჰაბიტაციაში), შეიძლება ვეღარც შევიდნენ პარლამენტში.
პატრიოტთა ალიანსში არაპროფესიონალები არიან, მაგრამ მაგათი მთავარი ძალა ანტინაცობაა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოს 2 დიდი მტერი ყავს: რუსეთი და ნაცმო! ხოდა თუ არ გინდათ, რომ პარლამენტში ისევ ნაცები იყვნენ ოპოზიციის როლში, ამიტომ აუცილებელია ალიანსმა 10-12% ხმები მაინც აიღოს და ნაცები მუდმივ წნეხში ჩააყენონ, სხვა ვითარებაში ნაცების გვერდით ალასანიაც ჩმორად გამოჩნდება და რესპუბლიკელებიც.
რაც მთავარია, პატრიოტთა ალიანსი ოცნების ოპოზიციაშიც იქნება და ამ როლში ყველაზე მაგრები სწორედ გიჟები არიან ხოლმე.

რაც შეეხება მაგათ ვითომ რუსეთუმეობას, დღეს საქართველოში რუსეთუმეობა ვერასდროს გაიხარებს, და არცერთ პოლიტიკურ ძალაში ბურჯანაძე-ბედუკაძის გარდა არავის უთქვამს რუსეთი მტერი არ არისო.
მოკლედ, ჩვენ კი არ უნდა გვატარონ თავის ნებაზე პოლიტიკოსებმა, ეს ჩვენ უნდა ვატაროთ ჩვენს ნებაზე, ხოდა დავაბალანსოთ სწორად ოპოზიცია და მივიღებთ კარგ მთავრობას, სხვა საშუალება მთავრობის გასაუმჯობესებლად არ არსებობს!!!
ყველანი ვირჩევთ ოპოზიციას!!!