არც თინამ და ბერძენიშვილებმა დააკლეს
ძაან ცუდი ხალხია..
რატო სველდება უსუფაშვილის ლამაზ აქცენტზე ეს ხალხი ნეტა მაცოდინა

TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, საბურთალოს მე-6 ოლქში დავით უსუფაშვილი პირველივე ტურში ლევან გოგიჩაიშვილთან მარცხდება
TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, საბურთალოს მე-6 ოლქში დავით უსუფაშვილი პირველივე ტურში ლევან გოგიჩაიშვილთან მარცხდება
21:17 08-10-2016
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის, "იმედის", "მესტროსა" და GDS-სთვის კომპანია TNS-მა ჩაატარა, საბურთალოს მე-6 ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებს "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი იგებს. აღნიშნული კვლევის შედეგებით, ლევან გოგიჩაიშვილს მხარს 53,2% უჭერს.
რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სევდია უგრეხელიძეს ხმას აძლევს ამომრჩეველთა 13,3%, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს კი - 11,5%. ეგზიტპოლის შედეგებით, 7%-იანი მხარდაჭერა აქვს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს.
აღნიშნული შედეგებით, მეორე ტური, სავარაუდოდ აღარ გაიმართება, ვინაიდან მმართველი პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში დადგენილ 50 %-იან ბარიერს ლახავს.
This post has been edited by Mr_Li on 8 Oct 2016, 21:21