ვერ ვიპოვე აქ ასეთი თემა.
ჩემი აზრით უნდა აიკრძალოს ბავშვის გადაყვანა ავტომობილით საბავშვო სავარძლის გარეშე.
მშობელს თუ არ აქვს თვითშეგნება , რომ წინ არ დაისვას პატარა ბავშვი ან უკან დაუბმელად კანონმა უნდა დაავალდებულოს
(როგორც ღვედის შემხვევაში რომ ვერ ხვდებოდნენ თუ რა დანიშნულება ჰქონდა)
რასაც ვაკვირდები ვიღაცეებს აქვთ მანქანაში , მაგრამ უსაფრთხოების წესებიც არ აქვთ დაცული, მაგალითად 2 წლამდე ბავშვი სახით წინ არ უნდა იჯდეს, რადგან დამუხრუჭების დროს კისერს ვერ დაიჭერს.
ასაკის და წონის მატებასთან ერთად საბავშვო სავარძელიც უნდა შეიცვალოს, სამაგრები სწორედ შეიკრას გულმკერდზე , არ უნდა იყოს მოშვებული და ა.შ.
ზოგს კალათასავით უდევს უბრალოდ და არ აქვს დაბმული.
მოკლედ ვისაც აქვს მათაც ბევრი დარღვევებით აქვთ დამონტაჟებული ავტომანქანაში.
იქნებ მიხედონ ამ საკითხს თუ გადარჩება ვინმე ამ ერთმანეთის დაჭმის პროცესში.
რამდენი ბავშვი უნდა შეეწიროს ამ შეუგნებლობას.
მიმაგრებული სურათი
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka