"რითია განპირობებული ის, რომ ნაცებმა ქოცებს ვერ მოუგეს?!(ან რატომ უნდა მოეგოთ?!)
მეუხერხულება იმის ახსნა რატომ უდრის 2 ჯერ 2 ოთხს, მაგრამ მაინც ვიზამ ამას.
ნაცების მარცხი დღეს მოხდა იმიტომ, რომ მათ ვერ გაიგეს თუ რატომ წააგეს 2012 ში.
აი ახლაც ჰგონიათ, რომ ხალხმა ბიძინას მაშინ მხოლოდ "უფასო ფულის" გამო მისცა. არადა ხალხს აღარ უნდოდა ძალადობა და მობეზრდა ეს ყოვლისმომცველი შიში. აი ამიტომ 2012 ში ქართველებმა ხმა არა იმდენად ბიძინას, არამედ "არამიშას" მისცეს.
ნაცებს ეს არ ესმით და ამიტომაც წააგეს დღეს და ყოველთვის წააგებენ სანამ არ მიხვდებიან, რომ ძალადობასთან ასოცირებული პარტ. შემადგენლობა უნდა გაქრეს, აორთქლდეს, ანიჰილირდეს.
რომ ახლაც მიშას უაზრო ბაქი-ბუქით გაბრაზებულმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა ამ არჩევნების ბედი.
მაგრამ ნაცები ამას ვერ გაიგებენ. ისინი ხომ გრძნობენ (ზოგჯერ სამართლიანადაც) ინტელექტუალურ უპირატესობას ქოცებთან შედარებით და ყ@@@დებიან როცა ეს არ შველით.
ეს კი იმიტომ ხდება, რომ ნაცებს დღესაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ხალხი ძირითადად ბნელია და ამიტომ უნდა ჯერ გაჟიმო, გადააკეთო და მერე, თუ დაიმსახურებს, თავისუფლებაც მისცე. ამას ხალხი გრძნობს და არ აწყობს - არ ევასება.
სანამ ამ მარტივ რაღაცას არ შეიგნებენ არ უშველით ნაცებს არც ბესელიაზე კარგი ინგლისური პრონონსი და არც ჯაჭვლიანზე 100 ჯერ მეტი აიქიუ.
მაგრამ ნაცები ამას ვერ შეიგებენ! ძალიან ქედმაღლები და აროგანტულები არიან და იმიტომ.
ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ვაბშე არ ვდარდობ ამაზე

"
Good design Is good business. - Thomas Watson Jr.