#48996411 · 9 Oct 2016, 12:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საარჩევნო კანონები არ მაქვს მხედველობაში, უფრო ელემენტარულ და პრაგმატულ საკითხებზე ვისაუბროთ. კონკრეტულად და ზოგადად.
კონკრეტულად ამ არჩევნებზე რაც გამოიკვეთა, ჩემი აზრით, არის
1. საუბნო კომისიების არაკომპეტენტურობა. უამრავი პროცედურული დარღვევები ფიქსირდება ყოველ არჩევნებზე და არც ეს არჩევნები იყო გამონაკლისი. არაკომპეტენტურობის და დაუდევრობის შედეგი, კურიოზები. დოკუმენტები ერევათ ერთმანეთში, რა უნდა შეავსონ წინასწარ და რა - ბოლოს, ვერ გაუგიათ. მეტი პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ანაზღაურებაც სათანადო.
2. ვიდეო ჩაწერა უნდა ხორციელდებოდეს ყველა უბანზე. ზოგჯერ მხოლოდ ასე თუ შეიძლება იმის დადგენა, ვინ არის მართალი კონფლიქტურ სიტუაციაში.
3. "ადგილობრივი ინიციატივა" - ეს პრობლემა ზოგადიცაა და კონკრეტულიც. ვგულისხმობ იმას, რომ ზოგ შემთხვევებში, თავად საუბნო საარჩევნო კომისია არის "სხვანაირად" მოტივირებული და საკუთარი ინიციატივით ცდილობს "სასურველი" შედეგების დადებას. აქ იწყება კარუსელები და მთელი ამბები. პირდაპირ მოსყიდვასაც არ გამოვრიცხავ. ანუ, როცა უბნის კომისიების მოსყიდვა ხდება კანდიდატის თუ პარტიის მიერ. 1999 და 2003 წლების არჩევნებისას, დანამდვილებით ვიცი, რომ იყო ასეთი შემთხვევები. არჩევნები ბიზნესად აქვთ ქცეული ასეთ საუბნო კომისიებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი შემადგენლობა მეტ-ნაკლებად უცვლელია. არ ვიცი, ამის გამორიცხვა როგორ შეიძლება. ასეთი "ადგილობრივი ინიციატივები" ეჭვქვეშ აყენებენ საერთოდ არჩევნების სამართლიანობას და ხელისუფლების სურვილს, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.
მომეწონა ის, რომ სიაში, ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, ჩაკრულია მისივე ფოტო-სურათი (პირველად ვნახე)
ამომრჩეველთა სიებზე რომ არის ასეთი დიდი გაუგებრობები ყოველ არჩევნებზე, ხან ოთხი მილიონია და ხან სამი, მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება სამოქალაქო რეესტრზე ამომრჩეველთა სიის მიბმა? - ეს ნამეტანი ზოგადი პრობლემაა, არაა სპეციფიური კონკრეტულად ამ არჩევნებისათვის, მაგრამ მაინც იყოს.
რაღაცეები გამახსენდება კიდევ. თქვენი მოსაზრებებიც გამოუშვით.
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|