მეუფე გერმოგენი წარმოგიდგენთ: ჩემი მეგობარი ბენო ღლონტი. ჰუმანისტი და განმანათლებელი.
რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ როგორც თანაფორუმელს.
და არა ხორციელ არსებას, რადგანაც ის მხოლოდ ფანტომია და ქოცების გაღვიძებული ნამუსი.
ღია წერილი ნაქოცვარ ძმასძმაო ალემაო (სახელი შეცვლილია)!
4 წლის წინ, შენ და შენნაირმა სასარგებლო იდიოტებმა თითქმის ააყირავეთ ძლივსძლივობით ფეხზე წამომდგარი ქართული სახელმწიფო. საბედნიეროდ, "იმ 9 წელს" ჩაყრილი საფუძველი იმდენად ხარისხიანი იყო, რომ ბოლომდე მოსპობას გადაურჩა.
მე ვიცი, რომ დღევანდელი ქოციანობა არ არის ის რაც შენ და შენს თანაიდიოტებს გინდოდათ ჩვენი ქვეყნისთვის, ისიც ვიცი რომ განიცდით თქვენს უნებლიე მონაწილეობას მის შექმნაში, თუმცა ბოლომდეც არ უტყდებით საკუთარ თავს.
დრომ მოგცათ შანსი ოდნავ შეიმსუბუქოთ პასუხისმგებლობის ტვირთი.
სრულად რა თქმა უნდა არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც.
ამისთვის ხვალ უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბანზე და მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მიეცით ხმა ვისაც გინდათ, არ გთხოვთ მაინცდამაინც ნაცმოძრაობის მხარდაჭერას, 41-ს რომ აღარ შემოხაზავთ კი ისედაც ვიცი.
გადადეთ გვერდზე ნიჰილიზმი. დასძლიეთ ფრუსტრაცია. აღიდგინეთ მოქალაქეობრივი განცდა.
მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის დეგრადაციის შეჩერებაში.
სულ ესაა.
სიყვარულით,
შენი ნაცი ძმა ბენო
(ილლუსტრაციები ნუგზარისა)
This post has been edited by Judas Iscariot on 7 Oct 2016, 14:35
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)