...მოკლე რეზიუმე ასეთია - "ჭორვილელმა ხიხომ", "პროდასავლელ კინტოს" ისევ "დუშაში" გაუგორა! ...დამეთანხმებით ალბათ, რომ "კოჰაბიტაცია" იყო დასავლეთის მიერ გაღებული ბოლო "დივიდანდი" და გადარჩენის ბოლო შანსი ნაციონალური მოძრაობის მიმათ, რათა ამ პოლიტიკური ძალის ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილს კეთილი ენება და მოეხმო სინდისისთვის, გაენძრია ტვინის ხვეულები და გამიჯვნოდა ყოფილი დანაშაულებივი რეჟიმის იმ ლიდერებს და სულისჩამდგმელებს, რომლებმაც წლები ძალადობის და უსამართლობის რეჟიმში აცხოვრეს ქვეყანა და მთელი მონდომებით აფურთხეს ზუსტად იმ ევროპულ ღირებულებებში, რასაც თავად უქადაგებდნენ ქვეყანას! "კოჰაბიტაციის" დასავლური პროექტის გათვლა იყო ვითომ ის, რომ ნაც-რეჟიმის ჯალათური და სისხლიანი უსამართლობით გამწარებულ საზოგადოების ნაწილს, არ ესარგებლა ხელისუფლების ცვლილებით და სისხლიანი შურისძიების კოცონი არ გაჩაღებულიყო ქვეყანაში, რაც აუცილებლად მოიტანდა დამატებით მსხვერპლს და უსამართლობას. მაგრამ, როგორც დავინახეთ, დასავლეთის მიერ გაკეთებულმა "კოჰაბიტაციურმა ბონუსმა", იმ ანდაზისა არ იყოს..."ბავშვს გაუცინე და ტრაკს დაგანახვებსო", პოლიტიკური გაჯანსაღების ნაცვლად, უარესი რევანშისტული ცინიზმით და ბოღმით დაგრუზა ნაც-მოძრაობა...მთელი განვლილი 4 წლის განმავლობაში, ნაც-მოძრაობის ოპოზიცია დაკავებული იყო ინტრიგებით, პოლიტიკური შანტაჟით და თავიანთ დამნაშავე ლიდერთა ისეთი უტიფარი გაპრავებებით, რომ მან დაკარგა საკუთარი პოტენციური ელექტორატის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი და არჩევნების შედეგმაც არ დააყოვნა.
...რამდენადაც ტრაღიკომიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, "ჭორვილელი ხიხოს" სტერეოტიპმა, იმ პოლიტიკურ ძალებსაც გამოუსვათ ნამგალი ღვერებში, რომლებიც 4 წლის წინ, ივანიშვილის "ბუქსირზე" ჩაბმულები მოვიდნენ პარლამენტში, დაძღნენ, დასუქდნენ და შემდგომ ნაც-აგიტაციის ისტერიულ ტლღას აყოლილენმა, გადაწყვიტეს ბიძინას სამ ასოზე გაშვება..."მაინც ხიხოა რას გვიზამს" პონტში...გუბაზ - აწი ჭამე ბიძინას "პავიდლოიანი პურები", ხიდაშელს და ბერძენიშვილებს კი გადაეცი - სუში არ გადასცდეთ სასულეში! მოკლედ ამ 2016 წლის აბანოს არჩევნებში, ნათლად გამოჩნდა თეთრიც და შავიც, ხიხოც, კინტოც და შულერიც!...ერთადერთი ნათელაშვილია უცვლელი და მუდმივი პაციენტის ამპლუაში, მართლა გული დამწყდა რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში ჩვენი შალიკო და ლოყებდაბრაწული სოსო შატბერაშვილი!
პ.ს.: ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მართლა რესპექტ ბიძინას, რომ შესანიშნავად ითამაშა იმ ხიხოს როლი, რომელმაც საქვეყნოდ პირში გამოულაღლაღა მთელ ნაც-სექტას, მის ლობისტებს და კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ საზოგადოებას თუ ვინ არის მართლა ხიხო და ვის ჰავს ბელადი-კინტო.....არ გაჩერდე მიშა, ბოლომდე თხარე, გვირაბის ბოლოს კი წაუსნიკერსე, ინაშვილი და თარხანა კაი ხანია გელოდებიან!
This post has been edited by Stalker2005 on 9 Oct 2016, 22:03