SUPERTVაბა შენმა უნფროსმა, გაყალბდაო?
"Nika Gvaramia
2 hrs ·
როგორ მოიპარა გრინჩმა არჩევნები, ანუ რას გვასწავლის ეგზიტპოლი.
რ2ის და GFK მიერ ჩატარებული ეგზიტპოლში საგრძნობლად გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ - 40%ით 32%. ცდომილება არ აღემატება 1,5%. რა მოხდა სინამდვილეში? არასწორი კითხვაა - რა მოხდა ოფიციალურად? ოცნება - 48%, ნაცმო - 27%.
ანუ:
იმათთან, ვინც აყალბა, ყუთები გაიტაცა, სხვისი ბიულეტენები აბათილა (რაც ეგზიტპოლში ცხადია ვერ აისახებოდა), აცდენა სულ -8%ია, სტატისტიკური ცდომილების მაქისმალურად გათვალისწინებით, -6,5%.
იმათთან, ვისაც გაუყალბეს, ყუთები მოტაცეს, ბიულეტენები უბათილეს (რაც ეგზიტპოლში ცხადია ვერ აისახებოდა), აცდენა სულ +5%ია, სტატისტიკური ცდომილების სრულად გათვალისწინებით, +3,5%.
რას გვაძლევს ამ ორი ცდომილების ჯამი, სტატისტიკურ ცდომილებას თუ სრულად ოცნების სასარგებლოდ განვმარტავთ, ერთ შემთხვევაში, და სრულად ნაცების საწინააღმდეგოდ, მეორე შემთხვევაში? -10%იან განსხვავებას ცესკოს მიერ დადგენილი ქოცებსა და ნაცებს შორის სხვაობისგან (21%). ანუ ჩვენი ეგზიტპოლით, ქოცებს 21 კი არა, მაქსიმუმ 11%ით უნდა მოეგოთ და ეს ის განსხვავებაა, რომელიც ივანიშვილმა მოიპარა (როგორც ჩვენივე ეგზიტპოლიდან ჩანს, ძირითადად, სამეგრელოში, კახეთში, აჭარაში და იმერეთში). ის ათი პროცენტი, რომელიც გადამწყვეტი შეიძლებოდა ყოფილიყო მანდატების საბოლოო გადანაწილებისთვის. ის ათი პროცენტი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებშიც განსხვავებულ (მცირედით, მაგრამ ზოგან გადამწყვეტად) შეცვლილ სურათს მოგვცემდა. ეს არის მოპარული ათი უმნიშვნელოვანესი პროცენტი, რომლის გამოც სხვა რეალობაში გავიღვიძეთ დღეს, და არა იმაში, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა სინამდვილეში განსაზღვრა. აი ეს მოხდა სინამდვილეში, მაგრამ არა ოფიციალურად.
ახლა ორიოდ სიტყვა იმედის და სხვათა ეგზიტპოლებზეც.
იმედის და კანტარი/გორბის (ალტერნატიულ სატელევიზიო რეიტინგებს ითვლის ქართულ ბაზარზე) ეგზიტპოლში, ოცნებამ ბრაზილიის ნაკრებს მოუგო ფეხბურთში, ნაცები კოსტარიკასთან დაზავდნენ. პირველებმა 54% აიღეს, მეორემ - 19%. რა მოხდა ოფიციალურად, უკვე ვიცით.
ანუ:
იმათ, ვინც აყალბა, ყუთები გაიტაცა, სხვისი ბიულეტენები აბათილა (რაც ეგზიტპოლში ცხადია ვერ აისახებოდა) და ოფიციალურად 48%ზე მეტი ცესკომაც კი ვერ დაუწერა, კიდევ +6% აჩუქა.
იმათ, ვისაც გაუყალბეს, ყუთები მოტაცეს, ბიულეტენები უბათილეს (რაც ეგზიტპოლში ცხადია ვერ აისახებოდა) -8% დააკლო. რას გვაძლევს ჯამი? +14%-ს განსხვავებას ცესკოს მიერ დადგენილი ქოცებსა და ნაცებს შორის სხვაობისგან (21%). ანუ, იმედის და კომპანიის აზრით, სხვაობა ქოცებსა და ნაცებს შორის 35% უნდა ყოფილიყო, რაც ყველა პირველი ტურის ავტომატურად მოგებას ნიშნავს მაჟორიტარულ ოლქებშიც (ასეც გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარულ უბნებზე რეპრეზენტატული ეგზიტპოლი ფიზიკურად არ ჩაუტარებიათ). იმედმა და კომპანიამ კი გამოაცხადა, მაგრამ მთავარი სხვაა - დათვალა იმან, ვინც GFK-გან განსხვავებით, სატელევიზიო რეიტინგებს ითვლის ქართულ ბაზარზე. იმ რეიტინგებს, რომლებზეც იმედი და კომპანია აცხადებს, რომ ერთადერთი სწორია

ასე მოგვპარა გრინჩმა არჩევნები და ასე შეგვამზადა ამისთვის იმედმა და კომპანიამ, თავისი ყალბისმქმნელი მთვლელების - კანტარის და გორბი/ფაჩულიას მეშვეობით. რაც შეეხება GFK - რომ არა ისინი, მაინც ამ კატასტროფას მივიღებდით, მაგრამ არ გვექნებოდა იმის ცოდნა, რომ ივანიშვილმა არჩევნები მოგვპარა.
ps ყველაფერტან ერთად, GFK ლამის აბსოლუტური სიზუსტით გამოიცნო ყველა სხვა პარტიის რეიტინგი. მხოლოდ ქოცებზე და ნაცებზე ვერ გათვალა. როგორც ჩანს, არაფერი იცოდა გატაცებული ყუთების, გაბათილებული ბიულეტენების და ყველაფრის ხელმომწერი კომისიონერ/დამკვირვებლების შესახებ

"