#49013559 · 11 Oct 2016, 04:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩვეულებრივ შემთხვევაში, ტვინი სხეულის ტემპერატურის ნორმად აწესებს 36.6°-ს
მაგალითად, თუ ადამიანი გავა მზეზე სიცხეში, სხეულის ტემპერატურა მოიმატებს, და გახდება 37°. ორგანიზმი ჩათვლის რომ ცხელა, რადგან 37° მეტია ნორმაზე და დაიწყებს ოფლის გამოყოფას, რომ სხეული გააციოს 36.6°-მდე.
თუ ადამიანი გავა სიცივეში და თოვლში, სხეულის ტემპერატურა დაიწებს კლებას 35°-მდე, მაშინ ორგანიზმი ჩათვლის რომ ცივა, რადგან 35° ნაკლებია ნორმაზე და დაიწყებს კანკალს, რომ გაზარდოს ტემპერატურა ისევ 36.6°-მდე.
ავადმყოფობის დროს, ორგანიზმი ცდილობს ვირუსები გაანადგუროს სიცხით. რადგან, გაცხელებისას კვდებიან ვირუსები.
ამიტომ, ტვინი უკვე ნორმად აწესებს არა 36.6°-ს, არამედ უფრო მაღალს, მაგალითად 38°-ს
მაგრამ, სხეულის ტემპერატურა აქამდე იყო 36.6°, ანუ აღმოჩნდება ნორმაზე ნაკლები. რადგან ნორმაზე ნაკლებია, ორგანიზმი თვლის რომ ცივა და ცდილობს გაზარდოს ტემპერატურა კანკალით, სისხლის მიმოქცევის გაზრდით და ა.შ.
ანუ ზუსტად ისე, როგორც გაცივებისას (სიცივეში, თოვლში გასვლისას) აკეთებს ხოლმე. ამიტომ ჰქვია "გაციება".
This post has been edited by Accident on 11 Oct 2016, 04:18
|