#49007738 · 10 Oct 2016, 15:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მგონი კარგი არაფერი. მნიშვნელობა არ აქვს ინაშვილი შევა თუ არა. ხელისუფლება რყვნის. ეს ბუნების კანონია. რუსთავი 2 ჩამოერთმევა გვარამიას. ეს გარდაუვალია, დაპაუზებული ქონდათ უბრალოდ ეს ამბავი. არავინ არის ისეთი გარშემო, ვისაც იმდენი ფული აქვს, რაიმე დაუპირისპიროს ბიძინას, შესაბამისად ბიძინა თუ გადაწყვიტავს ისე რაიმე ქნას. ამის ნიშნები არ არის, რადგან ეს თუ უნდოდა რესპუბლიკელებს და ალასანიას გაიყვანდა ოპოზიციად ინაშვილის მაგივრად. საქართველოს 4 წლიანი ეკონომიკური განვითარების გასაღები უცხოურ ივნესტიციებშია და არა მგონია ამ განაწილებაში ინვესტორები ძალიან გახარებულები იყვნენ. შესაბამისად 4 წლის თავზე ის დაპირებები რაც კვირიკაშვილმა არიგა ვერ იქნება შესრულებული და ხალხი ისევ ნიჰილიზმში იქნება. ნაწილი გაიქცევა ვიზალიბერალიზაციის შემდგომ.
ფაქტია რომ ქვეყანა ისევ დუღილის რეჟიმში დარჩა. საპარლამენტო ბალანსი არ არსებობს, პრეზიდენტსაც მიაჩოხანებენ მალე. სასამართლო ძალიან მოუმწიფებელია. იმის იმედად ჩემი მტერი იყოს, რომ 4 წელიწადში ელექტორატი დაჭკვიანდება და მუცლით არ იაზროვნებს. მე მგონი 2024-მდე ესენი იქნებიან და მერე ძალიან მაგრად უნდა მოვინდომოთ რომ რევოლუცია არ მოხდეს.
თქვენ რას ფიქრობთ?
--------------------
დროზე ადრე ნუ ჩავიჯვამთ მეგობრებო! Open Source Rulez!!! Don't feed the trolls. ---- If something is important enough you should try even if the probable outcome is failure. @Elon Musk
|