#49019098 · 11 Oct 2016, 21:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nickboy კი, კუბლაშვილიან-ხაჩიძიანმა გირჩმა მაგრა გაუფუჭათ საქმე, ესაა უაზროდ ფულს გამოდევნება, შემდეგ კი შედეგად დამსახურებული შავი პიარიც მიიღეს და ლაგაზიძე-სასტავიც დაკარგეს, დაეწყოთ თვითჩამოშლა გარდაუვალი საარჩევნო ფატალური ფინალით...
პ.ს. არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე კარფურში რაღაცეებს ვყიდულობდი, სალაროსთან ვიდექი, ჩემს წინ რიგში წინ კაცი იდგა და გადახდისას მოლარე რაღაც თეთრებს უბრუნებდა და უცებ ჰკითხა მოლარემ საქველმოქმედო ყუთში ხომ არ ჩავყაროო და ამან კიო, და უცებვე ამრეზით დააყოლა, ოღონდ თუ ბურჭულაძის ფონდში არ წავაო...
|