კაი, ძროხაზე უკეთ აზროვნებ, უკეთესი საურთიერთობო/სალაპარაკო ენა გაქვს, ლექსებს წერ, ტანსაცმელი გაცვია, მობილური გაქვს.. მერე რა ამით? უკეთესი რითი ხარ ღმერთის თვალში? ღმერთი რა, ლაპარაკიც ცოდნით, ინტელექტით და ლექსების წერით აფასებს მის ქმნილებას? ძროხას თავისი სამყარო აქვს, თავისი "ენა", ძროხასაც ტკივა და უხარია. ლექსებს რომ არ წერს ამიტომ უნდა გამოღადრო ყელი? ზემოდან გადმოხედე, ღმერთმა შექმნა ადამიანიც და ძროხაც, ხოლო ადამიანი ადგა და ძროხის კვლა დაიწყო, ღმერთისავე ქმნილების. წარმოიდგინე მის ადგილას თავი, შენმა ერთმა შვილმა, რომელმაც ჰარვარდი დაამთავრა შენი მეორე შვილი, რომელიც მუნჯია, სხვანაირია, სუსტია, ავადმყოფია, რომ მოკლას და შეჭამოს, რა განცდა გექნება? და იმით გაიმართლოს თავი რომ მე ლექსებს ვწერ და ვაზროვნებო.

ნუ კაი რა. სადაა აქ აზროვნება.
მაგრამ აქ ისმის მეორე შიკთხვა:
მაშინ რატომ შექმნა ღმერთმა ვეფხვი, რომელიც ზებრას ჭამს? აქვს ვეფხვს არჩევანი რეალურად თუ არა? სხვა გზა?
თუ არა, მაშინ რატომ შექმნა ღმერთმა ასე?
This post has been edited by piltakva on 18 Oct 2016, 17:48