#49013205 · 11 Oct 2016, 01:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2015 წელს მე და ზვიო პარლამენტში მივედით ირაკლი ტრიპოლსკისთან. ირაკლი სტუმრად მყავდა ჩემს შოუში და რაღაცაზე ვუთანხმდებოდი. კიბეებთან შემხვდა თინა ხიდაშელი. გაღიმებულმა მივესალმე და ვკითხე: "დათო როდის მოვა ჩემთან, აგერ უკვე სამი თვე ვეძახი თქო" თინამ ირონიულად ჩამიცინა და მომიგო: "საცანცარო შოუებში არ დადის დათო, მე, ყოველ შემთხვევაში, მაგას არ ვურჩევო" ცოტა შევცბი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და შევთავაზე: "შენ მოდი მაშინ "იმედის კვირაში" თქო". ამაზე თინამ საერთოდ გამომლანძღა და "იმედის კვირას" შავრაზმული უწოდა. ცივად დავემშვიდობე და წამოვედი. ახლა ვფქირობ, რომ ის ერთი პროცენტი რაც რესპებმა აიღეს სწორედ ასეთი აროგანტულობის და სრულიად უსაფუძვლო ქედმაღლობის ბრალია. თინა არჩევნებამდე იძახდა: თუ ჩემს ქმარს საბურთალო გოგიჩას ამჯობინებს - მით უარესი საბურთალოსთვისო. ჰოდა, იჯექით ახლა ცალკე "რესპები" და ცალკე "ცუდი" საბურთალოელების მიერ არჩეული გოგიჩა. ოღონდ ის პარლამენტში, თქვენ კი - სამოვართან.
|