სოციალურ ქსელში მსახიობმა იუნა შეფათავამ სკანდალური წერილი გამოაქვეყნა. მსახიობის თქმით, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ მას საჯაროდ "პუტანკა" უწოდა. კერძოდ, პრესსპიკერმა რეჟისორ დათო იმედაშვილის ერთ-ერთი წერილის ქვემოთ, სადაც იუნას კომენტარი იყო მოყვანილი არჩევნებთან დაკავშირებით, იუნას მისამართით ასეთი კომენტარი დაწერა: "ამ პუტანკას რატომ აშეარებ?".
"ეკატერინე მიშველაძის კომენტარზე - ჩემზე - შემდეგ ჩასწორებულზე, იკაიფეთ.
ბუკა პეტრაშვილს არ ეწყინოს, არაპოლიტკორექტულობისთვის, თვით პრეზიდენტის უზადო რეპუტაციის მქონე პრესს მ-დივანშა რა თავშეუკავებელია, თან ღიირს კი ჩემზე ნერვიულობა...
ძლივს მოვედი ხასიათზე, მადლობა, ეკა! (დათო იმედაშვილი გამოტოვეთ, რეჟისორია,ემოციურია,გაარკვეული გვაქვს status quo დიდი ხანია. "ოცნების ქალაქის" რეჟისორია, voice-ის პროდიუსერი, ხელოვანია, ეპატიება. არადა, მინდოდა დამეწერა, გული დამწყდა,ალასანიას პარტიას რომ ადგილი არ ერგო პარლამენტში - გულზე ხელის დადებით ვამბობ...
პოლიტიკოსებო, ცოლებს პოლიტ. ეთიკის გავეთილები ჩაუტარეთ, თვალსა და ხელს შუა იმიჯს გიფუჭებენ...... вот дура, с большой буквы", - წერს იუნა.
ზაზა სვანაძემ კი მომხდართან დაკავშირებით ეს წერილი გამოაქვეყნა:
"ეკა მიშველაძემ იუნა შაფათავას { პუტანკა } უწოდა - აი ასე საჯაროდ, რეჟისორ დათო იმედაშვილის ფბ-გვერდზე - არ ჩავერეოდი ქალბატონების დისკუსიაში, ეს რომ ყოფილიყო; შოუ-ბიზნესის სექს-დივებს შორის არსებული კინკლაობა. არ მაინტერესებს იუნას პოლიტიკური შეხედულებები - არც ჩემი დაქალია და არც საერთო მეგობრები გვაკავშირებს, უბრალოდ როცა ქალი პრეს-სპიკერი ხარ, ცოტა თავშეკავება გმართებს - აქვე დავძენ, რომ ეკას აკადემიურ და ზომიერ ქალად ვიცნობდი ! იუნა შაფათავას კი თავისი ცხოვრება საჯაროდ გამოაქვს და ვერც ფირებით დააშანტაჟებენ და ვერც წამოძახებებით ! როცა ქვეყნის პირველ პირს საჯარო ტექსტებს უწერ, ქსელებში კამათი უნდა შეგეძლოს და აგრესიის გარკვეულ ჩარჩოებში მოგცევაც ! Yuna Shapatava რაც არ უნდა გავცახრდეთ, ერთმანეთზე არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც შეგნებული ადამიანები არ გადავალთ - ესაა ჩემი პოზიცია ამ თემაზე," - წერს სვანაძე.
მიშველაძის კომენტარმა იუნა შაფათავას მეგობრების აღშფოთება გამოიწვია.
"და თვითონ პუტანკა არაა???შენსკენ რას იშვერს ხელს" - ამ და სხვა მსგავსი არაკორექტული კომენტარებით "ამკობენ" სოციალური ქსელის მომხმარებლები პრეზიდენტის პრესმდივანს.
http://presa.ge/new/index.php?m=society&AID=49273
დაიწყო კატების ჩხუბი