გენიოსობა ეს ძალიან ძნელად შესანარჩუნებელი რამ არის. არ არის ადვილი საქმე. შენ უნდა გჯეროდეს რომ ყველაფერი იცი. რომ არასდროს ხარ მტყუანი და რომც არ იყოს ყველაფერი ისე, როგორც გინდა, უნდა იფიქრო, რომ ზუსტად ისეა როგორც გინდა. აბა რა …
ასე მაგალითად, გინდა დაბანა და წყალი შეწყდა… არამც და არამც არ ფიქრობ ”ფუ რა დროს დაწყდა დაბანა მინდოდა”. არა ბატონო ჩემო. შენ ფიქრობ ”კიდევ კარგი დაწყდა დაბანა მეზარებოდა” აი უკვე სამყარო დაგემორჩილა. ადიხართ ავტობუსში და არ იხდით მგზავრობის საფასურს განა იმიტომ, რომ არ გაქვთ ან უპასუხისმგებლო ხართ ან რამე სხვა ჩვეულებრივი ადამიანის მიზეზები. არამედ გნებავთ, კონტროლიორს გაესაუბროთ და მერე თითქოსდა მისი გაატანინოთ იმ მიზეზით, რომ მას გაუხარდება და აიღოთ ბილეთი. ხომ არსებობს კეთილი გენიოსებიც. გშიათ და არ გაქვთ საჭმელი… არ დარდობთ, პირიქით 2 კგ უნდა დაგეკლოთ აშკარად. თუ საჭირო გახდება კიდევ უფრო მეტი. შეყვარებული ხართ და ვერ ქმნით ოჯახს უსახსრობის გამო … ღმერთო ჩემო, რა მოსატანია უსახსრობა უბრალოდ ოჯახური ცხოვრება მოსაწყენია. ჯერ თავს არიდებთ მაინც . ნისიად იღებთ რამეს … განა იმიტომ, რომ ფული არ გაქვთ, უბრალოდ, გამყიდველის ნერვებზე თამაშობთ და მის მოთმინებას ცდით. ხომ არსებობენ ნაგავი გენიოსებიც. გარეგნულად არანაირი ცვლილება არ არის სჭირო . უბრაოდ მზერაა დასახვეწი. გაიგებთ ახალ ამბავს? ისეთი მზერაა სააჭირო, რომ თითქოს იცოდით და კიდევ თავის ოდნავ დაქნევა. ამ დროს აღტაცებულ თანამოსაუბრეს, რომელსაც უნდოდა ახალი ამბავი ემცნო თქვენთვის, ღიმილი სახეზე ეყინება. შესანიშნავი გრძნობაა. და საღამოს ამის გახსენება ხომ უფრო უკეთესი. ყველა კითხვაზე პასუხის ქონა აუციებელია. მინიმუმ თავის მოჩვენება მაინც. არაფრით არ ეთანხმებით ჩვეულებრივ ადამიანებს. არ გაქვთ საწინააღმდეგო აზრი? მერე რა. ის ამტკიცებს რამეს? თქვენ ეუბნებით ”და თქვენ ყველაფერი ესე მარტივად გგონიათ მეგობარო? რა სამწუხაროა ” და ჩაიცინებთ . აქ მზერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს . ის უნდა იყოს ისეთი, რომ მოსაუბრეს უბრალოდ მოერიდოს კითხვა ”აბა თქვენ როგორ ფიქრობთ?”.
მე გენიოსი ვარ. მე ვიცი, რომ ხვალ დილით ჩემი მეზობელი დონარა შემხვდება და თავს თვითონ დამიკრავს მიუხედავად იმისა, რომ 63 წლის არის. იმიტომ , რომ მე ის ჩემს გენიოსობაში დავარწმუნე, როცა ვთქვი ”ხვალ იწვიმებს” და მეორე დღეს გაწვიმდა. და მითუმეტეს დავარწმუნე როცა ოდნავ მოჭუტული თვალებით ვუთხარი, რომ მისი ნაოჭები დაახლოებით 50 წელზე მიუთითებდა და არა 63-ზე. ის ხვალ თავს დამიკრავს და მე შევიფერებ.
იცით, ზოგიერთი ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებს გენიოსობას. გუშინ საღამოს, მეზობლის ბავშვი დაეცა ეზოში და მუხლი მარტივად, რომ ვთქვა გადაიყვლიფა. რა თქმა უნდა, დედამისი რა დედა იქნებოდა რომ არ მივარდნილიყო და არ ეცემა რატომ წაიქეციო. ბავშვმა ძალიან მშვიდად უპასუხა, მაინტერესებდა რა მოხდებოდაო. ფაქტიურად გენიოსია.
სრული ვერსია:
https://anothergenius.wordpress.com/2013/10...