2015 წლის ივლისშია ჩამოსული. 4X4, ელექტრო შუშებით, ელექტრო სარკეებით, უკანა და წინა ხედვის კამერებით, სინათლის სენსორით. უკანა ხიდის დამატებითი ორი რეჟიმი ირთვება ღილაკით და არა კომპიუტერის გადაწყვეტილებით. აყენია მე-4 თაობის გაზის აპარატურა 16 კუბიანი ბალონით, რაც იდეალურად მუშაობს (ხელოსანთანაც კი არ მყოლია დაყენების შემდეგ ფილტრების გამოცვლის გარდა). 280 კმ გამივლია (250 კმ ყოველთვის) 1 ზაპრავკით ტრასაზე. 180 კმ/სთ-ს ავითარებს ნებისმიერ დროს მგზავრებით თუ მის გარეშე გაზზე თუ ბენზინზე. 85 ლარი ჯდება ზეთის გამოცვლა ზეთის და ჰაერის ფილტრის ჩათვლით. არ არის ნატაქსავები. სხვა გრანდისი მყავს გამოწერილი და ამას იმიტომ ვყიდი. აყენია ორი დივიდი ორი მონიტორით და ორივე მუშაობს. აქვს 6 დისკიანი სიდიჩეინჯერი. რადიო ჩვეულებრივად იჭერს ქართულ რადიოარხებს.
უკანა ამორტიზატორებია დამჯდარი, თუმცა ამის გამო სიარულში არაფერი ემჩნევა საერთოდ. ჩეკი ანთია, რადგან კატალიზატორის დაჩიკია დამწვარი. დიაგნოსტიკის ფურცელი ისევ შენახული მაქვს, თვეც არ არის გასული, რაც დიაგნოსტიკაზე მყავდა. წინა მარჯვენა მხარეს რაღაც ყრუ ხმა აქვს ბუგაროკზე გადასვლის დროს (მხოლოდ ამორტიზატორის გაშლის მომენტში), რომელიც იაპონიიდან ჩამოყვა და ვერავინ გაიგო რისი ბრალია, ყველა ფიქრობს, რომ ამორტიზატორის ჩაშკაა. წინ და უკან პლასმასებზე აქვს ნაკაწრები, მარცხენა უკანა მხარეს ნაფხაჭნიც იაპონურია. საბარგულის ნაპირი არის შეღუნული ფრჩხილისოდენაზე. და მარცხენა მხარეს სარკე გამისვა ოპელმა, თუმცა საღებავი გაფუჭებული არ არის, სურათზეც კი არ ჩანს და ხელოსანთანაც არ მყოლია.
მგონი მეტი არაფერი ჭირს.

მხოლოდ ესენი. გაცვლაზე და დაკლებაზე არ დარეკოთ! ხო, კიდევ ის, რომ მანქანა ლომბარდშია ჩადებული და თუ იყიდით, დახსნის პროცედურები წაიღებს კიდევ 1-2 საათს.
გარბენი 198 000 კმ.
სურათების დადება არ ვიცი რამდენიმესი ერთად, ამიტომ უფლებას ვიტოვებ, რომ ის თქვა, რომ სხვაგანაც მიდევს განცხადება, რომ სურათები ნახოს ხალხმა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)