აჰა, განიხილეთ ,
დაგვარწმუნეთ, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, გახსენით უბნები და გვანახეთ, რომ ჩვენი ხმები გაბათილებულ ბიულეტინებში არ არის ან ქართული ოცნების დასტაში გადალაგებული. დაგვარწმუნეთ და თუ გაირკვევა, რომ ხალხმა არ მოგვცა ხმა, პირადად მოგილოცავთ გამარჯვებას," - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაერთიანებული დემოკრატების თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
ბურჯანაძე ამბობს, რომ მისმა პარტიამ უკვე მოამზადა ასობით საჩივარი და ეს საჩივრები ცენტრლურ საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება.
აქვე ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის და მისი პარტია პარლამენტში 6 მანდატისთვის არ იბრძვის.
"ტრადიციულად ვაგრძელებთ ბრძოლას. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამ შოკში ჩააგდო მოსახლეობის დიდი უმრავლესობა და პოლიტიკური პარტიები. უიმედობა გააჩინა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობაში. პოლიტიკოსების პოლიტიკიდან წასვლით ნორმალური პროცესების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა,"- აცხადებს ბურჯანაძე.
კურიერის პირდაპირ ეთერში ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გარიგდნენ.
"ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გარიგდნენ და ორივემ გადაინაწილა ოპოზიციური პარტიების ხმები. არ დატოვოთ საქართველო ორი პარტიის იმედად. 4 წელი ვაფრთხილებდით საქართველოს კოჰაბიტაციის მძიმე შედეგების შესახებ. ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანა თურქმენიზაციის გზით წავა. როცა ერთ ადამიანს შეუძლია გამოცვალოს პრეზიდენტი, მთავრობა სასამართლო, ტელევიზიები და იყიდოს ამომრჩევლებიც. ეს საშიშია ქვეყნის მომავლისთვის. ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება თუმცა, ქვეყნისთვის რთული რეალობის ფასა,"- განაცხადა ბურჯანაძემ.
http://rustavi2.com/ka/news/58831 This post has been edited by megre on 11 Oct 2016, 16:00