ასეა ეს
ოღონდ აქ არ იგულისხმება ნათელაშვილი და მსგავსი ინდივიდები.
ახალი პარტია.
რეალურად ახლანდელი ხელისუფლების მთავარი წარმატება სერგეენკოა,რომელიც ხშირ შემთხვევაში მემარცხნეე იდეებს ატარებს.
ამ არჩევნებმა დაგვანახა,რომ მაგალითად საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირებული რესპები არ სარგებლობენ მხარდაჭერით.ეს ადამიანები არ მუშაობენ შიდა სექტორზე და ლეგენდა იმაზე რომ საკუთარი თავის პროდასავლურად მიჩნევა უკვე წარმატების საწინდარია,წარსულს ჩაბარდა.
ალასანიამაც კი შეცვალა კურსი და ამ ნატოსა და ევროკავშირზე მეოცნება ბიჭმა მეტ-ნაკლებად სოციალური კამპანია აწარმოა და რესპებზე ბევრად მეტი ხმა მიიღო და ბარიერს მიღმა დარჩენილებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.
მაშინ როცა ქვეყნის 80% ღარიბია,რეალურად განწყობა აქვს რომ მოგვარდება ელემენტარული სოციალური პრობლემები და ამ დროს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას მემარჯვენე-ცენტრისტული პოზიცია უჭირავს და საუბრობს საშუალო-დაბალი ფენისთვის ნაკლებად რელევანტურ საკითხებზე.
გასაგებია რომ იგივე მედიისთვის,არასამთავრობო სექტორისთვის შიდა სოციალური საკითხები ნაკლებ მნიშვნელოვანია და პოლიტიკაც არ გადის ამ თემებზე,მაგრამ დროა სტერეოტიპები დაიმსხვრეს.
ინაშვილის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო რომ ამ ქალს იმ სეგმენტთან აქვს კომუნიკაცია,რომელიც დიდი პარტიების ყურადღების მიღმა არიან.ჩაგრული,დაბალი კლასი,რომლისთვისაც პოლიტიკა არაა.
ასე რომ საშინაო საკითხები,მეტი სოციალური პროექტები,მეტი კომუნიკაცია ადამიანებთან,არამარტო დიდ ქალაქებსა და ცენტრალურ უბნებში,რეგიონებში
მუშებთან და არამარტო მაღალი რგოლის მენეჯერებთან
წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ასეთ შედეგს,რაც გვაქვს
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi