#49022140 · 12 Oct 2016, 08:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ NGO-ებს მინდა მაგარი საქმე შემოგთავაზოთ, რომლითაც კეთილ საქმესაც გააკეთებთ და გრანტებსაც აიღებთ ” გამოკვებე საქართველო”.
საქმე რაშია, ძალიან ბევრი რესტორანი, სუპერმარკეტი ყრის სუფრაზე დარჩენილ საჭმელს ნაგავში, მაშინ როცა უამრავი ადამიანი იხოცება შიმშილით.
სადისტრიბუციო კომპანიები რომლებიც აკეთებენ კვების პროდუქტების დისტრიბუციას ანადგურებენ 100 000 ლარობით პროდუქციას და ყრიან.
სამწუხაროდ კანონის მიხედვით გაჩუქებულ პროდუქციაზე ზუსტად ისევე იბეგრები როგორც გაყიდულზე, ამიტომ ყველას ურჩევნია გაანადგუროს, უფრო ცოტა უჯდება ვიდრე გაჩუქება.
ეხლა არჩვენები მორჩა და შეიძლება NGO-მ შესთავაზოს პარლამენტს შემდეგი სქემა: კომპანიებს, რესტორნებს და კვებით დაწესებულებებს ვინც გადაყრის მაგივრად გააჩუქებს საქველმოქმედო მიზნებით პროდუქციას არ მოუწიოს დღგ-ს და მოგების გადასახადის გადახდა იმ კონკრეტულ გაჩუქებულ პროდუქციაზე.
ეცლა როგორ ვარეგულირებთ მართლა გააჩუქა თუ არა?
NGO-ს კომისარი მიდის ობიექტზე, მიითვლის პროდუქტს და უწერს ხელს. ეს საბუთი იტვირთება RS.GE- ზე და შესაბამისად ორგანიზაცია აღარ იბეგრება.
ამ პრინციპით თავს დავდენ რომ საქართველოში არც ერთი მშიერი არ დარჩება. ჯერ მარტო ჩემი კომპანია თვეში 40-50000 ლარის პროდუქციას ყრის, თან სულ ევროპულს და პრემიუმ ხაზს.
რაც შეეხება პარლამენტს, ამ პროექტით ძალიან დიდ + ჩაიწერენ აქტივში. მესმის რომ დეტალებშია გასაწერი პროექტი მაგრამ აქ ხომ პოსტავთ ოცნების პარტიიდან, ხოდა მიაწოდეთ იდეა
--------------------
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.
|