"კოპმანია „სიტროენი“ საქართველოს საავტომობილო ბაზარზე შემოსვლიდან მოკლე დროში სხვადასხვა კომპანიების მხრიდან არაცივილური წესების დამკვიდრების მცდელობაზე საუბრობს. როგორც კომპანიაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუმარტეს, გაირკვა, რომ საავტომობილო ბიზნესში არსებული გარიგების თანახმად, სხვადასხვა კომპანიები, ერთობლივად შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას და საფრთხეს უქმნიან კონკურენტული გარემოს არსებობას.
„აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები, რომელთა დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, სახელმწიფო შესყიდვებისას არ შედიან ერთმანეთან კონკურენციაში, რაც საბოლოოდ, საბიუჯეტო სახსრებს აზარალებს. მათ მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასი, ხშირად, პოლიტიკური ბრალდებების საბაბიც ხდება.
საინტერესოა, რას ხმარდება ამ კომპანიების მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მიღებული ჭარბი ფინანსური მოგება, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, საავტომობილო ბაზარზე სხვადასხვა კომპანიების შემოსვლის დრო და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განმარტავენ კომპანიაში.
კომპანია „სიტროენი“ მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ, რა ფასად სთავაზობენ სხვადასხვა კომპანები კერძო სექტორს ავტომობილების შესყიდვას და რამდენად ადეკვატურია მათ მიერვე სახელმწიფოსთვის მიწოდებული ფასი.
„ასევე მივმართავთ შესყიდვების სააგენტოს, შეამოწმოს ბოლო წლების მონაცემები, უწევდნენ თუ არა კონკურენციას ერთმანეთს საავტომობილო ბიზნესში ჩართული კომპანიები და აქვს თუ არა ადგილი მათი მხრიდან კარტერულ გარიგებას საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე.
დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია სიტროენი მზადაა შესაბამის სამსახურებს მიაწოდოს განცხადებაში დასახელებული კონკრეტული ფაქტების ამსახველი დოკუმენტაცია.
ამ ყველაფრის გარკვევა განსაკუთრებით საინტერესოა, მაშინ, როცა ავტომობილების ბიზნესი სახელმწიფოს მთლიანი ბაზრის წილის 65% მოიცავს.
ჩვენმა კომპანიამ, შეისწავლა ბაზარი და უკვე თანამშრომლობს მსხვილ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, კვლავ განაგრძობს დასახული გეგმების განხორციელებას და საავტომობილო ბაზარზე ლიდერი პოზიციის დამკვიდრებას.
კომპანია სიტროენი უფრთხილდება მსოფლიო ბაზარზე არსებობის 96 წლიან გამოცდილებას, და სხვა, კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებულ არაჯანსაღ პროცესებში მონაწილეობას არ გეგმავს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, საავტომობილო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის თავიანთი უფლებების დაცვის, კონკურენტული გარემოს შექმნისა და სიტუაციის გაჯანსაღების მიზნით, კომპანია ნებისმიერ უწყებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს."
http://businesscontract.ge/ka/article/quot...esvlasquot/6693ანტი მონოპოლიური სამსახური
This post has been edited by dimonds on 12 Oct 2016, 14:05