TeMo1990Gmail-ზეც ჩვეულებრივ მოვიდა ჩემთან წერილი და Mail.ru-ზეც.
მეც დიდი ხანია არაა რაც დავიწყე ბითქოინზე მუშაობა.
ესეც ინფორმაცია ბითქოინზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბითკოინი წარმოადგენს მსოფლიოში პირველ კრიპტოვალუტას - ფულის სახეობას, რომლის შექმნა და მართვა ეფუძნება კრიპტოგრაფიას და არ არის დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე.
2009 წლის 5 ოქტომბერს დაიწყო ბითკოინით ვაჭრობა სხვა ვალუტების მიმართ და მისი თავდაპირველი ღირებულება შემდეგი კურსით განისაზღვრა: US$1 = 1,309.03 BTC. ბითკოინის ეს ღირებულება ეფუძნებოდა ელექტრობის ხარჯებს, რომელსაც მოიხმარდა ბითკოინების გენერირებისთვის გამოყენებული კომპიუტერი. 2011 წელს ბითკოინისადმი დაინტერესება გაიზარდა და მისი ღირებულება $0.30– $32–მდე მერყეობდა. 2012–2013 წლების კვიპროსის ფინანსური კრიზისის დროს ბითკოინის ფასმა რეკორდულს $266–ს მიაღწია 2013 წლის 10 აპრილს, ხოლო შემდეგ $50–მდე დაიწია. 2013 წლის 27 ნოემბერს მისმა ღირებულებამ პირველად გადააჭარბა $1000-ს, ხოლო დღეისათვის ის $550-$750 ფარგლებში მერყეობს.
This post has been edited by Chelsea_Man on 10 Mar 2015, 08:13