ეს თემა არის მათთვის, ვისაც სმენის პრობლემები გაქვს და არა მარტო. ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიუმჯობესოთ სმენა, როგორ სასმენ აპარატებს ვხმარობთ და ა.შ.
მე პირადად, რამდენიმე წელია უკვე მიკეთია სასმენი აპარატები და თავიდან ისე ძალიან მაკომპლექსებდა, თან დიდი ზომის იყო, დამეფიცება, 2 წელი თმა არ შემიკრავს. ეს პრობლემა ყურის ანთებას მოყვა და იმის მერე პროგრესი მქონდა, მაგრამ შემდეგ ერთ შედეგზე არის სულ გაჩერებული. რაც შეეხება კვებას, ჩემი მეგობარი ბანანებსა და ანანასებს ჭამს სულ, კარგიაო სმენის გამოუჯობესებისთვისო. როცა ადამიანი მეხება ყურებზე, წრიპინებს, რაც ძალიან არ მომწონს ხოლმე. არის ხოლმე კიდევ შემთხვევები, რომ 77-ე გამეორებაზეც ვერ ვგებულობ და მერე ღიმილით ვპასუხობ ხოლმე და რა გავაკეთო?