#49016678 · 11 Oct 2016, 15:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ა/კ "ჯორჯიან ეირვეისი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე .
ძირითადი მოვალეობები :
• კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა , რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას.
- ზემოაღნიშნული მიზნით კომპანიის სხვადასხვა სამსახურებიდან აუცილებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ინფორმაციის სრულიად და დროულად მოწოდების უზრუნველყოფას , ასევე სააღრიცხვო პროცესის სათანადოდ გამართვას და კონტროლს.
• კომპანიის ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვის მიზნით , ყოველდღიურ რეჟიმში შესაბამისი საბუღალტრო გატარებების განხორციელება (რეალიზება,ხარჯები,ძირითადი საშუალებები,დებიტორები და კრედიტორები,სასაქონლო-მატერიალური ,მარაგები, საწყობი,სალაროს ოპერაციები,საბანკო ბრუნვა და ა.შ) ბუღალტრული სტანდარტებისა და საგადასახადო მოთხოვნების სრული დაცვით;
• კომპანიის დებიტორებთან,კრედიტორებთან,საფინანსო დაწესებულებებთან,აუდიტორებთან,საგადასახადო ორგანოებთან და სხვ ურთიერთობების მართვა სააღრიცხვო მიზნებისთვის (ხელშეკრულებები,ანგარიშსწორება,შედარება და აქტების გაფორმება. ინფორმაციის და დოკუმენდაციის მომზადება და მიწოდება და სხვ.) და შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
• საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა,სათანადო კონტროლის მექანიზმების გამოყენებით.
• დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა,საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებში,კანონდებლობით დადგენილი წესით.
• დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება,მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულებით უზრუნველყოფა და კონტროლი.
• კომპანიის მენეჯმენტისთვის პერიოდი ანგარიშების მომზადება და მიწოდება შეთანხმებული შინაარსით,ფორმით და პერიოდულობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის , ფინანსების და აუდიტის განხრით;
• საბუღალტრო პროგრამა SuperFin-ის სრულყოფილად ცოდნა;
• მთავარ ბუღალტერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (ექსელი,ვორდი,ინტერნეტ ბანკი)
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა;
• უცხო ენების - ინგლისურისა და რუსული სრულყოფილად ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს , გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, (ფოტოსურათით) შემდეგ ელ-ფოსტაზე : secretary@georgian-airways.com აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას !
|