...თითქოს სახუმარო თემაა, მაგრამ მაინც...დამეთანხმებით 4 წელიწადი მართლა ნამეტანია საიმისოდ, რომ უმწეოდ უყურებდე შენს მიერ დელიგირებული ხელისუფალი როგორ ისვამს შენს ნდობას უკანალში და კიდე 4 წელიწადი ელოდებოდე მომდევნო არჩევნებს, რათა შემდგომში კიდე სხვა გაიძვერას ან უნიათოს მისცე ხმა.
მოკლედ, მაინტერესებს თქვენი აზრი - რამდენად რეალურია, საზოგადოებას ჰქონდეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ოპერატიული და ქმედითი ბერკეტი, საიმისოდ რომ დროზე მოახდინოს რეაგირება ... ამა თუ იმ პარტიას შეკედლებული დეპუტრაკის ან ჯიბისტრის ხელისუფლებიდან დროულად ჩამოსაცილებლად და რა შეიძლება იყოს ასეთი ბერკეტი?!
...ჩემის აზრით, უნდა არსებობდეს ცალკე და შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი "საზოგადოებრივ მსაჯულთა საბჭო", რომელიც განიხილავდა მხოლოდ ამომრჩევლის პრეტენზიებს მის რჩეულთა მიმართ, მიმდინარე რეჟიმში მკაცრ მონიტორინგს გაუწევდა მათ "შემოსავალ-გასავლებს და განიხილავდა მათ დანაპირებთა შეუსრულებლობის ობიექტურ-სუბიექტურ მიზეზებს!
*** გამოვლენილი დამნაშავე ხელისუფალები, რა თქმა უნდა დანაშაულისა და ოინბაზობის სიმძიმის მიხედვით...საჯაროდ უნდა დაისაჯნონ გაროზგვით, "მგლის ბილეთით" და 3 წლიან, სახალხო-სადემონსტრაციო რკინის გალიაში პატიმრობით!
პ.ს.: სხვანაირად, ჩვენი "ნაროდისთვის" დემოკრატიის მცნება, როგორც აქამდე იყო, ისე იქნება მომავალშიც ჩინური და ასე მუდმივად იქნება ჩვენი ე.წ. ამომრჩეველი "ქოც-ნაცური" დილემების წინაშე ..."მიიღეთ უპროცენტო სესხი - 500 ყლარი"!
(არ მითხრათ ახლა "თავისუფალი მას-ყბედიაო"

)
This post has been edited by Stalker2005 on 14 Oct 2016, 17:39