„კანის ლომები“ კრეატივი მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალია და გლობალური მოვლენაა შემოქმედებითი კომუნიკაციების, სარეკლამო ინდუსტრიის და მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანებისათვის. ყოველ წელს, ივნისში, დაახლოებით 11,000 რეგისტრირებული მონაწილე სტუმრობს ფესტივალს, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან, ბრენდების სარეკლამო კამპანიების, ტექნიკური მიღწევების, ინდუსტრიის საკითხების განსახილველად და თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.
საქართველო აქტიურად მონაწილეობს ფესტივალში და „ახალგაზრდა ლომების“ კონკურსში. წელს, „ახალგაზრდა ლომების“ ადგილობრივ კონკურსში, ბეჭდური შემოქმედების კატეგორიაში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ სარეკლამო პლაკატი, რომელიც აამაღლებდა საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით.
მონაწილეების ამოცანა იყო შეექმნათ პლაკატი, რომელიც ინფორმაციას მიაწვდიდა მსოფლიოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ბეჭდურ რეკლამას უნდა შთაეგონებინა მნახველი აუდიტორია, მეტი გაეგო საქართველოს შესახებ.
გამარჯვებულები ბეჭდვით კატეგორიაში 22 აპრილს გამოვლინდა. ბრინჯაოს ლომის პრიზიორი გახდა ქართული შემოქმედებითი სააგენტო ABK, ნინო ლაზარაშვილის და რევაზ ყუფარაძის გუნდი.
“საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თუ გააუთოებ ამერიკაზე დიდი იქნება“. მიუხედავად იმისა, რომ კანში მხოლოდ ოქროს ლომის პრიზიორები გაემგზავრებიან, ბრინჯაოს პრიზიორები ძალიან პოპულარული გახდნენ რეგიონში, მაგრამ მათ არავინ არ იცნობს.
სასაცილო ის არის, რომ ვიღაცამ დაარღვია საავტორო კანონები, შეცვალა საქართველო სომხეთით და პლაკატი მთელ ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე გამოაქვეყნა. სომხებს იმდენად მოეწონათ სარეკლამო პლაკატი, რომ ორ დღეში პლაკატმა 10 000 ზე მეტი გაზიარება მიიღო და ახლა მთელ სომხეთს სჯერა, რომ პლაკატი სომხეთისთვის გაკეთდა სომხების მიერ.
ზოგმა ბოდიში მოიხადა და ფოტო წაშალა.
სხვები ფიქრობენ, რომ ეს სომხების მიერ არის შექმნილი სომხეთისთვის და არ უნდათ მისი წაშლა, ასე რომ სარეკლამო პლაკატი სულ უფრო ვირუსული ხდება.
ისტორია მართლაც სასაცილოა და ჩვენ არ გვინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ჩვენ უბრალოდ გვინდა გაცნობოთ, რომ სარეკლამო პლაკატი შექმნილია ქართული სააგენტოს – ABK-ს მიერ და ის შექმნილია საქართველოსთვის.
http://www.postalioni.com/2016/05/%E1%83%A...83%9A%E1%83%90/
ტიპებს იმენა ფანტაზიაც არ აქვთ
This post has been edited by dimonds on 15 Oct 2016, 01:08