alabama437
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3227
წევრი No.: 211252
რეგისტრ.: 10-December 15
|
#49039560 · 14 Oct 2016, 16:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში(და არა ათეულის), იდეამ იმის შესახებ, რომ ჩვენ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, გაუგონარი პოპულარობა მოიპოვა. რამდენიმე თვის წინ, ამ თემით, ყველასთვის კარგად ცნობილი მილიარდერი, ელონ მასკიც კი დაინტერესდა.
ილუზია?
ჩვენი სამყაროს კომპიუტერული სიმულაციის ისტორია ფესვებით ძველ ბერძნებამდე მიდის. ისინი სიზმარს, ოცნებას, ფანტაზიას უწოდებდნენ მას. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ რეალობის ჩვენეული აღქმა, ისეც შორსაა რეალობიდან. რეალობა, ეს არის ელექტრული იმპულსები, რომელთა ინტერპრეტაციას ჩვენი ტვინი ახდენს. სამყაროს ირიბად და არასრულყოფილად აღვიქვამთ. ისეთს რომ ვხედავდეთ, როგორიც არის, მაშინ არც ოპტიკური ილუზიები იარსებებდა, არც დალტონიზმი და არც “ჯადოსნური” მოძრავი ნახატები.
გარდა ამისა, ამ ირიბი სენსორული აღქმის გამარტივებულ ვერსიას ვხედავთ. რატომ? იმიტომ, რომ სამყაროს აღქმა ძალიან დიდ გამოთვლით სიმძლავრეებს მოითხოვს, რის გამოც ჩვენი ტვინი მას გამარტივებულ, თუმცა მაინც სასარგებლო წარმოდგენებად ყოფს. გამუდმებით ეძებს განმეორებად სურათებს, ჩუქურთმებს, შაბლონებს და ჩვენი აღქმისათვის მისაღებ მიმდევრობად წარმოგვიდგენს
აქედან გამომდინარე, რა შეიძლება დავასკვნათ:
1. ის, რასაც რეალობას ვეძახით, ჩვენს მეხსიერებაში დაგროვებული შეგრძნებითი გამოციდილების საფუძველზე, ტვინის მიერ, შემოსული სენსორული მონაცემების ნაკადის დამუშავების მცდელობაა. რამდენად შესაძლებელია ასეთი მძლავრი სიმულაციის შექმნა? სამყაროში მოქმედი ძალების მოკლე ისტორია
2. ფიზიკის თვალსაწიერიდან, ყველაფრის საფუძველში ოთხი ძირითადი ძალა დევს: ძლიერი, ელექტრომაგნიტური, სუსტი და გრავიტაციული, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებას არეგულირებენ. ამ ყველაფრის ერთობლიობა და ბალანსი, ჩვენი სამყაროს თვისებებს განსაზღვრავს
სამყაროში მოქმედი ძალების მოკლე ისტორია
ფიზიკის თვალსაწიერიდან, ყველაფრის საფუძველში ოთხი ძირითადი ძალა დევს: ძლიერი, ელექტრომაგნიტური, სუსტი და გრავიტაციული, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებას არეგულირებენ. ამ ყველაფრის ერთობლიობა და ბალანსი, ჩვენი სამყაროს თვისებებს განსაზღვრავს
ამ ძალების იმიტაცია, არც თუ ისეთი ძნელი ამოცანაა და გარკვეულწილად, ამას ჩვენც კი ვახერხებთ. რაც უფრო მეტი ნაწილაკი მონაწილეობს ურთიერთქმედებებში, მით უფრო რთულია სიმულაცია, თუმცა ეს, გამოთვლით სიმძლავრეზეა დამოკიდებული და არა შესაძლებლობის დაშვებაზე.
ამ ეტაპზე, სამყაროს სიმულაციისთვის, მხოლოდ გამოთვლითი სიმძლავრეები არ გვყოფნის.
ფიზიკოსებს შეუძლიათ თქვან, რომ კომპიუტერით მთლიანი სამყაროს მუშაობის იმიტაცია შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ რთულია, არამედ იმიტომ, რომ ეს კომპიუტერი სამყაროზე დიდი უნდა იყოს. რატომ? ყველა ნაწილაკის იმიტაციისთვის, სამყაროში მათი ადგილების, ტიპებისა თუ სპინების, ასევე გამოთვლების ჩასატარებლად საჭირო, მეხსიერების ბიტები და ბაიტები დაგვჭირდება.
პროფესორობა სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ ასეთი სიმულაციის შეუძლებლობაში ვიყოთ დარწმუნებული. მიუხედავად ამისა, ასეთ მიდგომას ნაკლოვანებებიც აქვს, რომლებიც ფიზიკოსთა მიერ ჩტარებული მათემატიკური გათვლებიდან გამომდინარეობს.
მოძრავი გამოსახულებების, ვიდეოკადრებისა და სხვა შეგრძნებების რეალურ დროში აღქმა, ყველაფრის უწყვეტობისა და მთლიანობის ილუზიას გვიქმნის, ჩვენთვის ცნობილი რეალობა, ტყუილზეა დაფუძნებული.
გამოთვლითი შესაძლებლობების შესამცირებლად, სამყაროს იმიტაციისთვის, დონეზე, რომელზეც მისი არსებობა შეიძლება დავიჯეროთ, უამრავი ხერხი არსებობს. არ არის საჭირო ვარენდეროთ ის, რასაც არავინ შეხედავს. ჰაიზენბერგისეული განუსაზღვრელობისა და დამკვირვებლის ეფექტის შესახებ ალბათ გსმენიათ. თანამედროვე ფიზიკა გვეუბნება, რომ რეალობა, უფრო სწორედ, უმცირესი ნაწილაკები, რომლებისგანაც ეს სამყაროა აწყობილი, დამკვირვებელზეა დამოკიდებული. უხეშად რომ ვთქავთ, არც არანაირი ფორმები არ არსებობს, სანამ არ შევხედავთ. რა, შეძლებთ საწინააღმდეგოს დამტკიცებას?
კიდევ ერთი ხერხი: სამყაროს მოდელის შექმნა, რომელიც უსასრულოდ დიდი მოგვეჩვენება. შორეული ობიექტების დეტალიზაციის შემცირებით, კოლოსალური მოცულობის გამოთვლითი სიმძლავრეების ეკონიმია შეგვიძლია გავაკეთოთ და ობიექტთა გენერირება, მათ აღმოჩენასთან ერთად მოვახდინოთ. მაგალითად, არსებობს თამაში No Man’s Sky, რომელშიც სამყაროების პროცედურული გენერაცია, მათ აღმოჩენასთან ერთად ხდება. ასეთ პატარა თამაშშიც კი მათი რიცხვი ნამდვილად რომ უსასრულოა. და ბოლოს, რაიმე ძირითადი ფიზიკური პრინციპის დამატება, რომელიც სხვა პლანეტამდე მიღწევას ძალიან გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის მას. არსებები თავიანთ საკუთარ მიკროსამყაროს იქნებიან მიჯაჭვულნი
თუ ამ ხერხებს ისეთ მათემატიკურ ხრიკებთან გავაერთიანებთ, როგორიცაა განმეორებადი შაბლონები და ფრაქტალური გეომეტრია, სამყაროს ევრისტიკულ(გამარტივებულ) მუშა მოდელს მივიღებთ, რომელსაც უსასრულობის ეფექტიც ექნება. და მაინც, ამით ვერ აიხსნება, რატომ მოიპოვა ვირტუალური სამყაროს თეორიამ ასეთი პოპულარობა. რატომ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ნამდვილად სიმულირებულ სამყაროში ვცხოვრობთ?
არგუმენტები ნიკ ბოსთრომისგან(ოქსფორდელი ფილოსოფოსი).
სამყაროს მოდელირება შესაძლებელია(ზემოთ განხილულიდან გამომდინარე). ცივილიზაციები, მოდელირების შესაძლებლობის დონის მიღწევამდე იღუპებიან(პესიმისტური თვალსაზერისი); სიმულაციის მიმართ ინტერესს კარგავენ; სიმულირებისთვის თავსებად დონეს აღწევენ და მოდელირებას ახდენენ.
ეს, მხოლოდ დროის ამბავია. შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას? რა თქმა უნდა, შევძლებთ.
შეძლებს რა მოდელირებას, მაღალგანვითარებული საზოგადოება უამრავ განსხვავებულ მოდელს შექმნის; სიმულაციათა რიცხი უსასრულო იქნება. ყველა საკუთარი მოდელის შექმნას მოინდომებს. განვითარების გარკვეული დონის მიღწევის მერე, თვით ეს მოდელიც შეძლებს სხვა მოდელების შექმნას და ა.შ.
ამის გაცნობიერება შოკის მომგვრელია – როგორ, კომპიუტერული სიმულაციის ნაწილი ვარ?!
”რეალური” – უბრალოდ, სიტყვაა, ინფორმაცია – ვალუტა.
რეალობის ჩვენეული გაგება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეალობისგან შორს დგას. წუთითაც თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი სამყარო, კომპიუტერული მოდელია, სიმულაცია, ნამდვილი სამყაროს იმიტაცია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით, ეს დაშვება შემდეგ ლოგიკურ მიმდევერობამდე მიგვიყვანს.
1. თუ სამყარო მოდელირებულია, ის, ბიტებისა და ბაიტების კომბინაცია უნდ აიყოს(ან კუბიტების, ან ეშმაკმა უწყის რისი
|