#49042624 · 14 Oct 2016, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში თურქები, არაბები, ინდოელები, ჩინელები მოდიან და საქართველოს ითვისებენ და მე ძალიან არ მომწონს ეს, მაგრამ ესენი რომ მოდიან და რჩებიან აქ, ტყუილად ხომ არ მოდიან? ესე იგი მაგათტვის მომგებიანია აქ ჩამოსვლა და აქ საქმის დაწყება - მ ო მ გ ე ბ ი ა ნ ი ა ა ა. რატომ? იგივე საქმეს, იგივე ადგილზე რატომ არ იწყებს ქართველი? ეს ხომ უფრო მომგებიანი უნდა იყოს აქაურისტვის? სასიარულო მაინც არ ექნებათ.მაგის მიუხედავად აქაურები სხვაგან მიდიან და მიდიან არა რაიმეს მოსაგებად, მიდიან საარსებოდ, მიდის მოსახლეობის ის ნაწილი, ახლაგაზრდობა, ვინც უნდა გააგრძელოს ეს ერი. მართლა ქართული სიზარმაცეა ამათი წასვლის და იმათი მოსვლის მიზეზი? მე მგონი აქ საქმე უFრო ძალიან მარტივადაა - მოსულებს საქმის დასწყებად და განსავითარებლად აქვთ მოაქვთ რესურსები და აქვთ ხელშეწყობა და წასულები იმიტომ მიდიან, რომ სწორედ ეს ხელშეწყობა აქა აქვთ, და რაც ყველაზე საშიშია ყველაფერი ეს შეგნებულად კეთდება. საქართველო მავანს ალბათ ჭირდება თავისი საქაონლის გასატან კარიდორად და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ეს კარიდოორი "პრახადნოი დვორ"-ად იქცეს, საქართველოს იქცეს უბრალო სატრანსპორტო ტერიტორიად და არა ქართველი ერის ქვეყნად. სწორედ ამიტომ ხდება იმ მთავრობების მოყვანა სათავეში, რომელიც ქართველის ერის სახეით ანტიქართულ პოლიტიკას ახორციელებს, ეს გინდა ჩაოხრებული განათლება იქნება თუ ე.წ. ეკონომიკა.
--------------------
"ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს" - არისტოტელეს მიაწერენ
"აკი გადავარდაო?! "@ კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"
"მომეცით მე საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტად" - იოზეფ გებელსი
|