#49045257 · 15 Oct 2016, 14:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძის პარტია (შეიძლება სხვებიც, მაგრამ ეს 2 განსაკუთრებული დაჟინებით) იძახიან რომ უბნებზე შედეგები გაუყალბეს მათი ნომერ შემოხაზული ბიულეტენების გაბათილების გზით.
კონკრეტულად სახელდება 25 000 გაბათილებული ბიულეტენი აჭარაში.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში (როდესაც ზემოხსენებული ორივე სუბიექტი ხელისუფლებაში იყო), როდესაც უამრავი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე არჩევნების მასიურად გაყალბების გამო, არსებობდა ამ გაყალბების უტყუარი ფაქტები. კარუსელები და ბიულეტენების მასიური ჩაყრა მაშინ არ აღმოჩნდა საკმარისი სააკაშვილისთვის პირველივე ტურში გამარჯვებისთვის, და პირდაპირ ოქმების გაყალბებას მიყვეს ხელი. უამრავი გაყალბებული ოქმი იყო ატვირთული ცესკოს საიტზე, სადაც აქტივობა 100% - ის ფარგლებში იყო, და ხმების 95 - 98% სააკაშვილს ეწერა. მარტო ბათუმში იყო სამი ოქმი სადაც სააკაშვილს ჯამში 5000 ხმა გამოსდიოდა. აღარაფერს ვამბობ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე.
ასეთი ოქმები მრავლად იყო ატვირთული ცესკოს ვებ-გვერდზე. და ამ მტკიცებულებებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები (ქალბატონ ბურჯანაძის ჩათვლით) უტიფრად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგი მხოლოდ თბილისი იყო, ხოლო რეგიონებში მას მართლა უჭერდა მხარს მოსახლეობის 110 და 120%.
ხოდა დღეს როცა ეს ორი სუბიექტი ლაპარაკობს გაბათილებულ ბიულეტენებზე, იქნებ წარმოადგინონ კონკრეტული ოქმები, სადაც გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა საეჭვოდ მაღალია. 3700 ოქმს ვერ გადავხედე, ამიტომ რახან აჭარაზე აქვთ აქცენტი აღებული, გადავხედე აჭარის ოქმებს. და თითო უბანზე საშუალოდ 20 გაუქმებული ბიულეტენი აღმოჩნდა. 25 000 გაბათილებული ხმა რომ გამოვიდეს, თითო უბანში საშუალოდ 100 გაუქმებული ბიულეტენი უნდა იყოს, ხოდა იქნებ დადოთ იმ უბნების ოქმები სადაც 100 - ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა?
--------------------
ყველაფერი კარგად იქნება!
|