PruTskoiმოკლედ, რომ ვთქვა ვიპოვე ის ტურიც რომელზეც შენ გაქვს საუბარი, იმავე სასტუმროში რომლის 7 დღიანი ტურის ფასიც მე ვნახე საიტზე, რომლის ბროშურაშიც არანაირ ფასზე აღარ არის ლაპარაკი და არის 21 დღიანი, ერთი ფიქრი ვიფიქრე, რა მაგარი საგზურია (რიტორიკულად ვამბობ, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რა ჯანდაბა მინდა ტაილანდში

)!
ეს ყველაფერი მეეჭვა პირველივე წუთიდან, როგორ შეიძლება ერთი და იგივე სასტუმროში 7 დღე ღირდეს 2 240 $ (სასტუმროს საიტიდან ჯავშნი პირდაპირ 572 $-ად) და 21 დღე კი 1 600 $

! კვლავ რაღაცას გვატყუებენ, დავაკვირდი და რა აღმოვაჩინე:
1. Travel validity period of within 3 years from date of purchase - შეძენიდან 3 წელი არის მოქმედების ვადა (ამას შემდგომში გამოვიყენებთ)
2. Reservation is subject to availability on a f.irst-come-f.irst-served basis - რამდენი ოთახია განკუთვნილი ამ სასტუმროში ამ კონკრეტული 22 დღიანი საგზურის მომსახურებისთვის: 1 ოთახი??? 2 ოთახი??? სიტყვაზე ეს საგზური იყიდა 100 000-მა კაცმა მსოფლიოში, 3 წელში მოასწრებ მათ შორის მოხვედრას, რომ დაისვენო??? ან რამე გარანტია გაქვს, რომ როცა შენ გექნება დრო, შვებულება, განწყობა და ა.შ. და მაგ დროს სხვას არ ექნება დაკავებული???
3. Package does not include any meals - კვება არ შედის ეს უკვე ვიცით.
4. Booking must be made at least 45 days prior to check-in date and conf.irmation is subject to availability - 45 დღით ადრე შევუკვეთე და გარკვეულ პერიოდში მომივიდა პასუხი, რომ დაკავებულია ამ პერიოდში (დიდი შანსი არის ამის რადგან ამ საგზურის ჩათვლით, რამოდენიმე კონკრეტულ საგზურს სთავაზობენ ქიუნეთში ჩართულებს, ასე რომ ბევრს ექნება ეს კონკრეტული საგზური). გავაგზავნე ხელმეორედ და ისევ მომივიდა უარი... რამით ვართ დაზღვეული რომ ყოველთვის უარი არ მოგვივა რეზერვაციაზე???
5. Once booking is confirmed, NO CANCELLATION is allowed - ცხოვრებაში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს და 45 დღით ადრე რამის დაგეგმვა ძნელია, თუ გაგიმართლა და დაგიდასტურეს რეზერვაცია, წასვლას თუ ვერ მოახერხებ საგზური მაინც გამოყენებულად გეთვლება...
6. Package is NON-REFUNDABLE and not valid during peak season or major holidays in Thailand - პიკ სეზონი როდის არის და რამდენი ხნით გრძელდება და როდის არის დასვენების დღეები??? სად არის მითითებული??? ვინმემ იცით დედამიწაზე??? თუ მარსზე მოვიკითხო???
7. This package is NOT for resale or commercial purpose - გაყიდვა აკრძალულია!
გავაანალიზოთ: გაუშვი რეგისტაციის მოთხოვნა და მოგივიდა პასუხი გარკვეულ პერიოდში (დარწმუნებული ვარ რამოდენიმე დღე არ გაგცემენ პასუხს), რომ მაგ დროს დასვენების დღეებია, მეორედ გაუშვი მოგივიდა პასუხი, რომ სხვამ დაგასწრო რეზერვაცია, მესამედ გაუშვი - სეზონის პიკია, მეოთხედ გაუშვი - დასვენების დღეა, მეხუთედ გაუშვი - სხვამ დაგასწრო... რა ბერკეტი გაქვს ამ პასუხების რეალობის დასადასტურებლად??? ან რა გარანტია გაქ, რომ ყოველთვის დაკავებული, სეზონის პიკი, დასვენების დღე არ დაემთხვევა.
მოკლედ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ ვერაფრით ვერ წახვალ ამ 3 წლის განმავლობაში ტაილანდში და თუ სასწაული მოხდა ვინმემ დაგარეგისტრირა მოხვდები დაახლოებით როგორ სიტუაციაში იცი, მაგალითად "ანაკლიის სანაპიროზე ზამთარში".
პირობები, რომელსაც ეს საგზური გვთავაზობს არის ჩემი შეფასებით - კაბალური
P.S.
PruTskoi რომელიმე ტურისტულ კომპანიას ასეთი პირობებით, რომ შემოეთავაზებინა ეს კონკრეტული საგზური, გადაიხდიდი მასში 1 600 $-ს??? გთხოვ მიპასუხო გულწრფელად
ინგლისურ ტექსტში f და i ასო ერთად არ იწერება... მიზეზი არ ვიცი.. ამიტომ წერტილი ჩავუსვი შუაში, რომ გამოჩენილიყო (იხილეთ სურათში თუ სადმე რომელიმე ასო აკლია)
* * *
ერთ კონკრეტულ პირს (პირი B) რომ ბალანსი დაუჯდება (მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე შემოუერთდება თითო კაცი), მხოლოდ ამის გამო არ ჩაერიცხება მის ზემდგომს (პირი A) თანხა რადგან პირი B და მის ბალანსში მყოფი ხალხი პირი A-სთვის არის ცალ ფრთაზე, მას ესაჭიროება მეორე ფრთაზე ხალხის შემომატება ბალანსისთვის...
იმედია გასაგებად ავხსენი
This post has been edited by FoolOnTheHill on 31 Oct 2016, 13:57