იშვიათად ვკითხულობ ამ თემას, მაგრამ ძალიან თვალშისაცემია ბიჭების უსუსურობა
არის თემები პიკაპზე, როგორ გავიცნოთ გოგონა მარშუტკაში და ა.შ.
ამ თემაში ვხვდებით პოსტებს მოთქმა, ვაების შინაარსით
ზოგს ძალიან გახსნილ და თავისუფალ ტიპად მოაქვს თავი, არადა თვითონაც ხვდება რომ რეალობაში ყველაფერი ვერ არის რიგზე და უბრალოდ კლავიატურა წარმოაჩენს ასეთად ფორუმზე, ანუ კომფორტულად გრძნობს თავს ფორუმზე მაგრამ ცხოვრებაში იასნია სულ სხვანაირად არის
ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება გოგოს გაცნობას, პასუხი არის მხოლოდ ერთი -თავდაჯერებულობა
თუ ხარ თავდაჯერებული, მაშინ გოგოს გაცნობა პრობლემას არ წარმოადგენს
როგორ უნდა ვიყო თავდაჯერებული და საიდან მოდის ის?
თავდაჯერებულობას ადამიანი იძენს, ჩვეულებრივი თვისებაა ეს
თავდაჯერებულობას გმატებს შენ მიერ შესრულებული/გაკეთებული საქმე. ანუ თავდაჯერებულობა მოდის საქმის კეთებიდან, როცა ხედავ რაღაც შედეგს და წარმატებას შენს ცხოვრებაში
დაისახე დღის შესასრულებელი გეგმა და ბლოკნოტში ჩაიწერე, მაგალითად:
1 – მოვამზადო პრეზენტაცია ლექციისთვის
2 – ბუღალტერს გადავუგზავნო თვის ამონაწერი
3 – დავლიო 2 ლიტრი წყალი
4 – წავიდე სავარჯიშოდ დარბაზში და ა.შ.
მაქსიმალურად ეცადეთ ყველა პუნქტი შეასრულოთ და შესრულებულ საქმეს პწიჩკა დაუსვით, დღის ბოლოს რომ გადახედავთ ბლოკნოტს ძალიან გაგისწორდებათ, რადგან რაღაც გაგიკეთებიათ, ნაბიჯ–ნაბიჯ თქვენი თვითშეფასებაც მოიმატებს
ვინც არის უსაქმური, ბეზძელნიკი მისი თავდაჯერებულობა ყოველთვის ძალიან დაბალი იქნება. თავდაჯერებულობის პირველი მტერი არის უსაქმურობა (ვაბშე ყველაფრის მტერია)
რაღაც მიზანი უნდა დაისახოს ადამიანმა და ის შეასრულოს. არ არის აუცილებელი სამსახურს ეხებოდეს
მაგალითად აიღეთ ვარჯიში, დაისახეთ მიზნად კარგი ტანის დაყენება, ეტაპობრივად როცა დაინახავთ შედეგს, თვენი თავდაჯერებაც ავტომატურად გაიზრდება
როცა ხარ თავდაჯერებული ადამიანი, არ გჭირდება იმაზე ფიქრი რა უნდა უთხრა გოგოს მარშუტკაში რომ გაიცნო
როცა ტვინში გიტრიალებს აზრი "რა ვუთხრა, ნეტა რა ვუთხრა, როგორ გავიცნო, როგორ გავიცნო" ავტომატურად იძაბები და შესაბამისად ვერც გაბედავ გოგოსთან მისვლას, ან მიხვალ და გაფეილდები ისეთ რამეს ეტყვი
კიდევ ერთხელ – ყველაფრის გასაღებია თავდაჯერებულობა
თუ არ გაქვთ სამსახური, არც ვარჯიში გინდათ და არც რამე სხვა, მაგრამ გოგოების თემა ძალიან გაწუხებთ (ანუ ვერ კერავთ, ხართ მორცხვი, გეშინიათ და ა.შ.) დაიწყეთ პიკაპი. სადაც მოგიწევთ ეტაპების გავლა, რაც თქვენს ცხოვრებას ძალიან გააუმჯობესებს.
ანუ იდეა რაში მდგომარეობს, თქვენ კონკრეტულად ქალებში კი არ გაქვთ პრობლემა, მთლიანად თქვენი ცხოვრების სტილშია პრობლემა.
ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, სამოტივაციოთ გააკეთეთ ესეთი რამე:
გადით ქუჩაში და ვინმე უცნობ გოგოს უთხარით: "რა ლამაზი ხარ" და გააგრძელეთ გზა, ყურადღება არც მიაქციოთ იმ გოგოს
თუ ამის თქმა გეძნელებათ, მაშინ დაიწყეთ უფრო მარტივით და კითხეთ "რომელი საათია?" ან, "ხომ არ იცით რუსთაველზე რა ნომერი მიდის?"
ვიღაც იტყვის ბანალური ფრაზა არისო, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ, ყველაფერი ###ზე დაიკიდეთ

რომელიმე მაგ ფრაზას რომ ეტყვით, მომენტალურად ნახავთ როგორ მოგეშვებათ და გათავისულფდებით, სილაღეს იგრძნობთ და თავდაჯერებულობაც მომენტალურად მოვა
მაგრამ რა თქმა უნდა ეგ გათავისუფლების გრძნობა დროებითი იქნება, რამდენიმე საათის შემდეგ ისევ ისეთივე იქნები, როგორიც მაგ ფრაზის თქმამდე
ამიტომ სისტემატიური ვარჯიში უნდა ამას
მეცნიერულად დაახლოებით 3 თვე სისტემატიური ვარჯიში სჭირდება რომ ჩვეულებრივობაში გაჯდეს
ბონუსად პიკაპ წიგნს ავტივრთავ მიმაგრებულ ფაილში. მანდ არის კონკრეტული დავალებები, რომლის შესრულების შემდეგაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და ძალიან ძალიან ძალიან გაუმჯობესდება
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო ქალების თემას არ ეხება ეს, თავდაჯერებულობა ცხოვრების ნებისმიერ ნაწილში არის აუცილებელი
წიგნი რა თქმა უნდა ჯადოსნური ჯოხი არ არის, შედეგს მხოლოდ თქვენი მოქმედების შემდეგ იღებთ
მთავრია მოინდომოთ და არ დაზადნოთ !
არ გეგონოთ რომ გურუ ვარ ამ საკითხში, მეც გამივლია/გავდივარ ამ გზას

წიგნი:
http://linkz.ge/file/470714/Rules-of-the-G...trauss.pdf.html