http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...a-imushaos.html„ცალსახაა, რომ მთავარი მოგება „ქართულ ოცნებას“ დარჩა. როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველი კმაყოფილი იყო გასული ოთხი წლით და მათ ასევე აჩვენეს, რომ კურსის და სტაბილურობის შენარჩუნება სურთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გამარჯვებულია მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას საკუთარი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაუმართლდა, მან დაამტკიცა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. რაც შეეხება „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ვნახეთ, რომ ვერც ერთმა ამ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს საქართველოში, იქნება გამოწვევები, რადგან მომავალი ოთხი წელი იგივე პარტია რჩება ხელისუფლებაში. „ქართულ ოცნებას“ ექნება ცდუნება ძალის კონსოლიდაცია მოახდინოს, რაც იდეალური არ იქნება ქვეყნისთვის, თუმცა ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთნ“ მუშაობა და ერთად მართვა, რათა ეს გამოწვევა თავიდან იქნას აცილებული“, - განაცხადა ლინდერმანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იმუშავა, რათა გაეგრძელებინა დასავლური ინტეგრაცია. ამომრჩეველმაც სწორედ ასე გაგრძელება ისურვა მისგან. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“ ან „რესპუბლიკურ პარტიას“, ამ პარატიების მიღმა ბევრი პოლიტიკური ფიგურაა და არა იმდენად პოლიტიკა. „პატრიოტთა ალიანსს“ სავარაუდოდ 6 პარლამენტარი ეყოლება. მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მმართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან. ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას. ისინი რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდნენ პარლამენტში. ამგვარ პაროპაგანდას ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში ვხედავთ. დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მათ საქართველოში მხოლოდ ეს მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძალიან პრო-დასავლურები არიან“, - განაცხადა ლინდერმანმა.
მალე სასაცილოგახდებათქვენიბიძოპუტინისკაციადა ქოცებიპრორუსულები.
ასე რომ წადით რა...