#49059505 · 17 Oct 2016, 14:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოყოლებული 1990 წლიდან საქართველოს ყველა პარლამენტი აირჩა 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და შესაბამისად არჩევნების ტოტალური გაყალბების პირობებში. ასე, რომ საქართველოში ხელისუფლება მთელი ამ ბოლო 26 წლიან პერიოდშიც ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული. ასეთივეა ე. წ. მეცხრე მოწვევის პარლამენტიც. საქართველოს მტრებს ერთპარტიულად თუ მრავალპარტიულად ყოველთვის ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამისი პირდაპირი მოწმობაა მათ მიერ თვით ეროვნული კონსტიტუციის იგნორირება. ამიტომ არც ოცნების მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება იქნება რაიმე ისეთი ახალი საფრთხე, რაც აქამდე არ გვქონდა.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|