მე აქ არაერთი თემა გამიხსნია ნარმანიას უსუსურობაზე, მარა აი წლევანდელი თბილისობა იყო ულამაზესი და უმაშტაბურესი..
თუმცა ამ დროს აქ დამხვდა პანაშვიდის თემა,
თბილისობა -2016 
სადაც სიბინძურეს და ბოღმას აფრქვევთ ნაცები და კიდევ ვიღაცეები..
აი იმენა მიზანი გაქვთ რამე კარგად თუ გაკეთდა დაასწროთ და ჩააფლავოთ თითქოს მაგარი ცუდი რაღაც გამოვიდა, მარტო თბილისობას არ ეხება ეს..
ესეიგი,
ძალიან ლამაზი დეკორაციები, გასართობი და კულტურული წარმოდგენებით..
ძალიან ლამაზად და მოწესრიგებულად იყო რიყის პირას თბილისში არსებული ქართული რესტორნების მაგიდები და მცირე სამზარეულოები.
იმდენი ხალხი იყო, რომ ადგილს ვერ ნახავდი დასაჯდომად.
მე რესტორან "ჩვენი ეზოს" აფხაზურა დავაგემოვნე, უგემრიელესი იყო! <3
მოკლედ, ამ დროს ხსნით თემას და ყველაზე ბანძ ფოტოებს დებთ, ზოგს საერთდ წინა წლებისას, როცა ულამაზესი რაღაცეები იყო წელს.
ერთადერთი, რაც არ მომეწონა ეს იყო ციგნის მათხოვრები, რომლებიც ძალიან ნაგლობენ და უზრდელობენ.
მცირე ფოტო გალერეა მერიის ოფიციალური ღონისძიებებიდან, მათთვის ვინც საქართველოში არ არის ან ვერ მივიდა..






















ფუტკარი მარტო ყვავილებს ხედავს, ბუზი ნეხვსო ეგრე მოგდით აქ......